ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, „ღია მმართველობის“ ფარგლებში ენერგეტიკის სამინისტროს სამ წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
1. • გამრიცხველიანდა 180 ათასი აბონენტი და გაზიფიცირდა 115 ათასამდე ოჯახი.
• წლის ბოლომდე ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 60-მდე სოფელში მცხოვრები 13 ათასამდე ოჯახი შეძლებს ბუნებირვი აირით სარგებლობას. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ 19 მილიონი ლარი გამოყო.
• ელექტროფიცირდა 22 უშუქო სოფელი და წლის ბოლომდე კიდევ 7 უშუქო სოფელში დასრულდება ელექტროფიცირების სამუშაოები
2. • 2013-2015 წლებში გაფორმდა 60 ურთიერთგაგების მემორანდუმი 88 პროექტის განხორციელების მიზნით, რის შედეგადაც 2.4 მილიარდი აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება და ქვეყანა 1,600 მგვტ-მდე დამატებით დადგმულ სიმძლავრეს მიიღებს.
• ექსპლუატაციაში შევიდა 10 ჰესი (157 მგვტ.), ინვესტიცია - 264.4 მლნ. აშშ დოლარი.
• 2015 წლის ბოლომდე კიდევ დებედა და დარიალი ჰესების ექსპლუატაციაში გაშვება იგეგმება. ჯამში მათი დადგმული სიმძლავრე 110 მგვტ-ზე მეტია, ხოლო ჯამური საინვესტიციო თანხა 110 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს.
3. • 2015 წელს დაიწყო უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტების: ნენსკრა ჰესის (1მლრდ 200 მლნ დოლარი), ხუდონ ჰესის (1მლრდ 500 მლნ დოლარი) და ცხენისწყლის ჰესების კასკადის (723 მლნ დოლარი) განცორციელება.
4.• ბოლო სამი წლის განმვლობაში ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა 500 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც ნიშნავს რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 15% სწორედ ენერგეტიკაზე მოდის.
5.• ნავთობისა და გაზის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა 216 მლნ. აშშ დოლარი.
6.ბოლო სამი წლის განმვლობაში ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა 500 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც ნიშნავს რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 15% სწორედ ენერგეტიკაზე მოდის.
7.• 2015 წელს დამტკიცდა “საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2015-2025”.
8.• 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა გარდაბანში 230 მგვტ. სიმძლავრის თბოსადგური.
9.• 2015 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე ქვეყანა. მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს საქართველო უმასპინძლებს ქარტიის ყოველწლიურ მაღალი დონის კონფერენციას, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
10.• პირველად საქართველოში დაიწყო ალტერნატიული ენერგიის ათვისება. ქარის ელექტროსადგური „ქართლი“ 2016 წლიდან მშენებლობის ეტაპზე გადადის.
წყარო: სამინისტროს ფეისბუქი

კახა კალაძე - საქართველოს უახლეს ისტორიაში ენერგეტიკის დარგში ასეთი აღმავლობა, ასეთი ინვესტიციები არ ყოფილა
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...-ar-yofila.html[B]
This post has been edited by 001ge001 on 13 Oct 2015, 14:50