r-evolution:
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 28999
წევრი No.: 132319
რეგისტრ.: 9-June 11
|
#45990585 · 20 Oct 2015, 00:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საიათნოვა 1712 წლის 14 ივნისს თბილისში დაიბადა დედამისი თბილისელი იყო მამა კი წარმოშობით სავარაუდოდ ალეპოდან იყო. მისი ნამდვილი სახელია არუთიუნ საიათიანი, საიათნოვა კი ლიტერატურული ფსევდონიმია. პოეტი ერეკლე II-თან დაახლოებული პირი იყო თუმცა მოგვიანებით სამეფო კარის ინტრიგების გამო თბილისიდან წასვლა მოუწია. მოგვიანებით ის ბერად აღიკვეცა ახპატის მონასტერში და იქვე აღესრულა 1795 წლის სექტემბერში. დაკრძალულია თბილისის სურფგევორქის ეკლესიაში.
***************************************
რა ზარბაბი, რა ატლასი, რა ზარი ვარ, იცი განა? იას და ვარდს ვენატრები, რა ქარი ვარ, იცი განა? ნიადაგ საზი ხელში მაქვს, ნოქარი ვარ, იცი განა? შენს დედ-მამას შეუტყვია, თითონ კი არ იცი განა? მაშ არ შეგიტყვია განა? მაშ არ შეგიტყვია განა?
ახლა მოდი, მოგახსენო, ქვეყანაზედ რა ვიარე: ლეილუმ ტოლი დავკარგე, მეჯნუნივით დავიარე, ბულბულივით ვარდს ვეძებდი, ავდეგ, ჭალას ჩავიარე ვარდის კვალი ვერ ვიპოვე, სულ უბრალოდ გავიარე, მზესავით პირი გაჩვენე, დამწვარი ვარ, იცი განა?
ეს ჩემი გულის ნაღველი ვატყობინე ერანელთა, მაშრიყელთა, მაღრიბელთა, ხელმწიფეთა, ერთა, ბერთა, ამის მეტი რა ღონე მაქვს, თავს მოვიკლავ ტურფას გვერდთა! ხვეწნაც ასეთი იქნება? ვამბობ: მე ვარ დედისერთა! დამადნე და დამანავლე, შაქარი ვარ, იცი განა?
შემოდგომა შემოვიდა, მე რაღა უკან ვიქნები?.. მანდ შენი ვარდი ამოვა, ან მოვკვდები, ან ვიქნები, შენი ნაღველი არ იყოს - ცოცხალი დიდხანს ვიქნები!.. გამიგონე, მოგახსენებ, ამაღამ შენთან ვიქნები!.. მალმალ ამბობ: ადე, წადი! სტუმარი ვარ, იცი განა ?!
საიათნოვა ამას ვჩივი, სამალი ვერ მიშოვია! მინდა გული ზედ ავაგო და ხმალი ვერ მიშოვია, შენი უბის ბროწეულის ნამალი ვერ მიშოვია, თავი მტკივა, გული მტკივა, წამალი ვერ მიშოვია, მომაქვს ზარის ხელმანდილი, ხუმარი ვარ, იცი განა?
**********************************
ჰე ბულბულო რომელ მხრიდან მოხვედი შენ ნუ სტირი ჩემი ცრემლის ჯერია
შენ ვარდისა მე ვარ სატრფოს მხმობელი შენ ნუ სტირი ჩემი ცრემლის ჯერია
მო ბულბულო მომდე ცეცხლის ალები შენ გამომგზავნ მთა-ველს ვენაცვალები
შენ ვარდი გკლავს მე კი სატრფოს თვალები შენ ნუ სტირი ჩემი ცრემლის ჯერია
მე სატრფოსთან დავალ გულში იჭვებით ვით შენ მოგკლავს ვარდის ეკალ-ხიჭვები
შენ ვარდისთვის მე სატრფოსთვის ვიწვები შენ ნუ სტირი ჩემი ცრემლის ჯერია
ჩინარივით გადამწვანებული ვარ რამე მითხარ შენი ხმის ნატრული ვარ
შენ ვარდისა მე კი სატრფოს წყული ვარ შენ ნუ სტირი ჩემი ცრემლის ჯერია
ხმა გიტირის შენ ბულბულო ყარიბო ორივ ერთი ცეცხლით ვიწვით რა გიყო
საიათნოვამ შენი დარდი გაიყო შენ ნუ სტირი ჩემი ცრემლის ჯერია.
********************************************
მოდი საყვარელო
მოდი, საყვარელო, ბაღში შავიდეთ, - ბაღი კარგი, ვარდი კარგი, ხე კარგი! სიკვდილამდინ გარეთ აღარ გავიდეთ, - სახე კარგი... მთვარე კარგი... მზე კარგი!
დავლიოთ ღვინო, - არაყი ჩვენია, მეჯლის-საზანდარი, საზი ჩვენია! გავაგდოთ მებაღე, ბაღი ჩვენია! - ლხინი კარგი... დრო კარგი... დღე კარგი!
მაილია ვარდი, - არსად აბია, - ბულბული სწუხს, რომ ყვავილს უზის ჭია! ხეივანში გადაშლილა სულ ია, წყალი კარგი... კვალი კარგი... მწე კარგი!
ტანთ გიხდება საწვიმარი აისი, ალვის ხესა გამოუსხამს ყაისი! ყველა ჩივის, რომ დავკარგეთ მაისი, სული კარგი... გული კარგი... თვე კარგი!
მე საიათნოვას ხმაში მაქვს ძალი! დაბრძანდი, დაგიგო ხორასნის ხალი! მიჯნურმა ღობიდამ არა გკრას თვალი, საზი კარგი... შენ კარგი... მე კარგი!..
|