ამ დღეებში წიგნები გადავალაგე და აღმოვაჩინე, რომ ძველი და უსარგებლო წიგნები დამგროვებია ისევ. ძველი სახელმძღვანელოები, მათემატიკის, უცხო ენების, ისტორიის, წიგნები ენათმეცნიერებაზე, "წარღვნამდელ" გამოთვლით სისტემებზე და გამომთვლელ მანქანებზე, ბუღალტერიაზეც არის რაღაცეები,
ლარიან წიგნებს რომ ყიდიან , იმათ რომ აჩუქო კიდეც, ალბათ არც აიღებენ - იმდენად დაძველდა მორალურად ეს ყველაფერი.
არადა გადაყრა მენანება .. ჟურნალ-გაზეთებსაც ძლივს ველევი. ასე მგონია, ცოდვას ჩავდივარ.
მახსოვს, ადრე 20 კილოგრამს ვაბარებდი მაკულატურის მიმღებ პუნქტში და წიგნის ტალონს იძლეოდნენ. რამდენიმე კარგი წიგნი შევიძინე მაშინ. იმ დროს კიდევ არსებობდა და "ღარღილებდა"
ამიერკავკასიაში ერთადერთი და უნიკალური, გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხანა, ჩეხებისა და გერმანელების დამონტაჟებული დანადგარებითა და აპარატურით, მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ სულს ღაფავდა, რადგან ნედლეული შემოაკლდა .
მერე ჯართად გაყიდეს.
თქვენ როგორ იქცევით?
ვისაც დაგაინტერესებთ, ქვემოთ ბმულზე წაიკითხავთ ჩინელ ქალბატონზე, ბიზნესმენზე, რომელიც 2006 წელს ჩინეთის უმდიდრეს ქალად დაასახელეს. ყიდულობს მაკულატურის მთებს ამერიკაში, გადაამუშავებს და აწარმოებს შესაფუთ მასალას, . მუყაოს და მუყაოს ყუთებს.
გამოდის, რომ იქ (აშშ-ში) ვიღაც აგროვებს და ყიდის?
მასშტაბები შეუდარებელია - ამერიკელები დაუნდობლად ხარჯავენ ტყეს და ქაღალდს ათასგვარ სისულელეში,
მაგრამ მაინც - რამე ამდაგვარი თუ არის შესაძლებელი ჩვენთან
http://www.newyorker.com/magazine/2009/03/...astepaper-queen
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)