2014 წლის საქსტატის მონაცემების მიხედვით :
1. საქართველოს მოსახლეობა შეადგენს
კაცი - 1 778.5 ათასი ადამიანი
ქალი - 1 951.0 ათასი ადამიანი
სულ - 3 729.5 ათასი ადამიანი
აქედან
ყველაზე ცოტა მამრობით სქესს 85წლის ზემოთ ვხვდებით
ყველაზე ცოტა მდედრობით სქესს 1 წლამდე ვხვდებით
სელექციური აბორტის შესახებ შეკითხვა ლოგიკური იქნებოდა აქ.
მოსახლეობის ყველაზე მრავალრიცხოვანი ასაკობრივი კატეგორია ორივე სქესში 20-24 წელია
[/I]საქსტატს ქალზეც და კაცზეც კაცი უწერია[I]
2.უფრო მეტი კაცი გარდაიცვალა შარშან ვიდრე ქალი, სულ რაღაც 6 ასეულშია განსხვავება.
დაავადებების გამო.
3.დაოჯახება 24 წლამდე ქალებში უფრო მეტია ვიდრე კაცებში, მერე იკლებს და კაცების დაოჯახება ჭარბობს ქალებისას

4.განქორწინება ქალებში უფრო მეტია ვიდრე კაცებში
5.პენსიას უფრო ემტი ქალი იღებს ვიდრე კაცი
6. 2013/2014 და 2014/2015 წლის მონაცემებით განათლების მიმღებებში სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებლებში კაცები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ქალები #მოსწავლეები
7. 2013/2014 და 2014/2015 წლის მონაცემებით პედაგოგებშიც ქალები ბევრად აღემატებია კაცებს სახელმწიფოშიც და კერზო სტრუქტურაშიც
8.2014 წლის მონაცემებით
ქალებში
დსაქმების დონე 51.1%
უმუშევრობის დონე 10.4%
კაცებში
დასაქმების დონე 66.6%
უმუშევრობის დონე 14.0%
9.კაცების ხელფასები ბევრად მეტია ვიდრე ქალების, თითქმის ყველა ლეველზე
10.სამართლადარღვევებში კაცებს აქვთ უპირატესობა
11.მსჯავრდებულებშიც კაცები ჭარბობენ
12.მოძლადეებშიც კაცების რაოდეობა უფრო მეტია, მსხვერპლებში პირიქით
13.ბიზნეს სექტორში დასაქმებულია ბევრი კაცი, ცოტა ქალი,
შრომის საშუალო თვიური ანაზღაურებაც კაცებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ქალებს
ყველა ლეველზე
ამ მონაცემების ახსნას, დარწმუნებული ვარ, ყველა შეძლებთ, თემის მიზანიც ეს გახლავთ
პ.ს. ცხადია, მონაცემები არაა ზუსტი და უზუსტესი, თუმცა სტატისტიკა და ტენდენციები უმრავლოსობის ენით საუბრობს ხოლმე , როგორც წესი.
წყარო:
http://www.geostat.ge/cms/site_images/_fil...0statistika.pdf