მამა-ჯეMალი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8348
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08
|
#31270637 · 20 May 2012, 23:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბეთანიის მონასტრის ძმობის 12 შეკითხვა საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქ ილია II -ს და სინოდს
გაზეთი ,,ახალი თაობა“, 1997, 28 ივლისი , გვ. 5-6.
ბეთანიის მონასტრის ძმობამ წერილი გაუგზავნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და სინოდს. წერილში ნათქვამია, რომ მის ავტორებს პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებთ და მათ მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებად დარჩენა სურთ.ბეთანიის მონასტრის ძმობა ილია მეორესა და წმინდა სინოდს შემდეგი შეკითხვებით მიმართავს:
მართლმადიდებლური თვალსაზრისით მისაღებად მიგაჩნიათ თუ არა ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს“ კონსტიტუციის ბაზისი, რომლის საფუძველზეც არიან გაერთიანებულნი ამ მწვალებლურ ორგანიზაციაში შემავალი საკრებულოები? ეს ბაზისი ასეა ჩამოყალიბებული: ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო არის არის ერთობა ეკლესიებისა, რომლებიც აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთსა და მაცხოვარს საღმრთო წერილის მიხედვით და ამის გამო, ცდილობენ ერთად შეასრულონ ეს ერთობლივი აღიარება ერთი ღმერთის მამის, ძისა და სული წმიდას სადიდებლად“. განა ამ ბაზისით ეკუმენისტები წმინდა გარდამოცემას იგნორირებას არ უკეთებენ (რაც მართლმადიდებლობის უარყოფას ნიშნავს) ? მიგაჩნიათ თუ არა მწვალებლურად თვით ამ საკრებულოს დასახელება - ,,ეკლესიათა მსოფლიო საბჭო?“ მართლმადიდებელი ეკლესია არასდროს მიიჩნევდა მწვალებეტა საკრებულოებს ეკლესიება, აღიარებდა რა ქრისტეს ეკლესიის ერთადერთობას. რა აზრის ხართ თქვენ ამ საკითხის შესახებ? რა შეფასებას აძლევთ თქვენ შამბეზის (ჟენევა) კომუნიკეს (1993 წ.), რომლის მიხედვითაც ,,მართლმადიდებელთა მხარე მონოფიზიტთა საკრებულოს მართლმადიდებლურად მიიჩნევს, ხოლო მათ სწავლებას -ქრისტოლოგიურ ერესს - მართლმადიდებლურად? ამ დოკუმენტის მიღებაში მონაწილეობდა თითქმის ყველა ავტოკეფალური ეკლესიის წარმომადგენელი (საქართველოს მხრიდან წარგზავნილი იყო მიტროპოლიტი დავითი. ასე, რომ საქართველოს ეკლესიამაც მიიღო მონაწილეობა ამ მწვალებლური აქტის მიღებაში). მიგაჩნიათ თუ არა შამბეზის შეთანხმება ქალკედონის IV მსოფლიო კრების ღალატად? რა შეფასებას აძლევთ ე.წ. ,,ბალამანდის უნიას“ (1993 წ.), რომელიც ეტაპობრივად იქნა მიღებული ე.წ. საერთაშორისო ,,საღვთისმეტყველო“ კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად? დოკუმენტს საქართველოსა და იერუსალიმის გამოკლებით თითქმის ყველა ყველა ავტოკეფალური ,,მართლმადიდებელი“ ეკლესია აწერს ხელს, მის მიხედვით, პაპისტთა საკრებულო მიჩნეულია მადლმოსილად და უწყვეტი სამოციქულო მემკვიდრეობის მქონედ,მისი ,,საიდუმლოებები“ ჭეშმარიტ საიდუმლობებად ცხადდება, აკრძალულია მართლმადიდებლური მისიონერება და პროზელიტიზმი (ანუ პაპისტური საკრებულოდან მოქცეულის მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მიღება) და სხვა. მიგაჩნიათ თუ არა ეს დოკუმენტი მწვალებლურად და მიიჩნევთ თუ არა მის ხელმომწერთ ერეტიკოსებად.(ცხადია, რომ ისინი თავიანთი ეკლესიაბის სახელით მოქმედებდნენ)? როგორც ცნობილია, 1991 წლიდან არსებობს უნია ანტიოქიის ,,მართლმადიდებელ“ ეკლესიასა და სირიელ მონოფიზიტებს - იაკობიტებს შორის, ისინი სრულ ევქარისტულ ერთობაში იმყოფებიან. ანტიოქიის ეკლესიასთან სრული ევქარისტიული ერთობა აქვთ სხვა ავტოკეფალურ ეკუმენისტურ საყდრებს, მათ შორის საქართველოს ეკლესიასაც, მიგაჩნიათ თუ არა ეს მწვალებლებთან თანაზიარებად და მიიჩნევთ თუ არა ამას მართლმადიდებლობის ღალატად? თქვენ ამბობთ, რომ ,,ე.მ.ს.“-ში მართლმადიდებელთა მხარე იოტისოდენასაც არ თმობს ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან და იქ მართლმადიდებლობას ქადაგებს. მაგრამ ,,ე.მ.ს.“ კრძალვას პროზელიტიზმს, მისიონერობას და საკუთარი სარწმუნოების პროპაგანდას სხვაგვარად მორწმუნეთა შორის. გარდა ამისა, თქვენს საწინააღმდეგოდ მეტყველებენ ,,ე.მ.ს.“-ში და სხვა ეკუმენისტურ ფორუმებზე მიღებული მწვალებლური დოკუმენტები, რომლებსაც ,,მართლმადიდებლთა“ მხარეც აწერს ხელს. რა ახსნას მოუძებნით ამ ფაქტს? მოციქულთა მე -10, 45-ე,65-ე და ლაოდიკიის კრების 33-ე კანონები კრძალავენ მწვალებლებთან ერთად ლოცვას და განაჩინებენ, რომ მწვალებლთან თანამლოცველი განიკვეთოს. ხოლო ეკუმენისტურ ფორუმებზე ,,მართლმადიდებელი“ სასულიერო პირები სისტემტურად ლოცულობენ არა მარტო მწვალებლებთან, არამედ წარმართებთან და ველური ტომების შამანებთან და ჯადოქრებთან ერთად. ამ ცოდვის თანაზიარი ქართველი იერარქებიც არიან. ცნობილია, რომ კათოლიკოსმა სარმიანემ უცნობლობით აზიარა მონოფიზიტები და ამის გამო მადლი განეშორა მას. როგორ ფიქრობთ, მართლმადიდებლობას ღალატობენ თუ არა ისინი, რომლებიც შეგნებულად ლოცულობენ მწვალებლებთან და წარმართებთან ერთად? რა შეფასებას აძლევთ იმ ფაქტს, რომ კონსტანტინნეპოლის პატრიარქმა ათენაგორამ პაპისტურ საკრებულოს თვითნებურად მოხსნა 1054 წლის ანათემა, ხოლო მისმა შემდგომმა პატრიარქებმა - დიმიტრიოსმა და ბართლომეოს I-მა უცვლელად დატოვეს ეს უკანონო განჩინება? თვლით თუ არა რომის პაპისტურ საკრებულოს ეკლესიიდან აგნკვეთილად და მიიჩნევთ თუ არა პაპიზმს მწვალებლობად? და თუკი მიიჩნევთ, რის საფუძველზე ინარჩუნებთ ევქარისტიულ კავშირს კონსტანტინეპოლის საყდართან, რომელმაც ესოდენ ანტიმართლმადიდებლური აქტი განხორციელა? კანონიკურად დაუშვებლად მიიჩნევთ, თუ არა ე.წ. ახალი სტილის შემოღებას, რომლის მიხედვითაც უარყოფილია მართლმადიებელი ეკლსიის ლიტურგიკული ციკლი? მიიჩნევთ თუ არა შეუწყნარებელ დარღვევად გრიგორიანული პასქალიის დამკვიდრებას ზოგ ,,მართლმადიდებელ“ ეკლესიაში (მაგალითად ფინეთის ,,მართლმადიდებელ“ ეკლესიაში ამგვარად ,,დღესასწაულობენ“ აღდგომას) ? 10. ანტიოქიის ადგილობრივი კრების (341 წ) I კანონის თანახმად, ეკლესიიდან განიკვეთებიან არა მარტო ისინი,რომლებიც იუდევლების პასექთან ერთად აღნიშნავენ აღდგომის დღესასწაულს, არამედ ისინიც, რომლებიც ამგვარი უკანონობის ჩამდენებთან შეინარჩუნებენ ურთიერთობას. გარდა ამისა, გრიგორიანული პასქალია და კალენდარი დაგმობილ იქნა კონსტანტინეპოლის ადგილობრივ კრებებზე (1583, 1587 და 1598 წ.) აღმოსავლეთის მართლმადიდებელ პატრაირქთა თანამონაწილეობით, პაპისტური კალენდრის მიმდევარნი გადაეცნენ ანათემას. ხოლო, მსოფლიო პატრიარქმა კირილე V -მ, პაპისტთა მიერ შემოღებული სიახლის გამო, რომელიც ეხება პასქალიას და სათვეო კალენდარს, 1756 წელს გამოსცა სიგილიონი, რომლითაც პაპისტური კალენდრის მიმდევარნი განიკვეთებიან ეკლესიდან და მარადიულ სასჯელს მიეცემიან.პატრიარქი კირილე V გრიგორიანული კალენდრის მიმდევართ მიწაში დანთქმას, გეეზისებრ განკეთრებას, იუდასაებრ მოშთობას და მარადიულ ცეცხლს უთვლის. ასე, რომ ახალი სტილის შემომღებნი საშინელი წყევლის ქვეშ არიან, ხოლო ამ სტილზეა ახლა ადგილობრივი ,,მართლმადიდებელი“ ეკლესიების უმეტესობა... განა მათთან ევქარისტიულ ერთობას აქვს რაიმე გამართლება? 11. მსოფლიო საეკლესიო კრება უცთომელია, რადგან უცთომელია სული წმინდა,რომელიც მეტყველებს მსოფლიო საეკლესიო კრებათა წმინდა მამების მიერ, ხოლო არა ერთი და ორი ეკელსია ჩავარდნილა ერესში და განშორებია მადლს და ამის მაგალითები უამრავია მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში. როცა მონოთელტთა ერესი მძვინვარებდა, ბიზანტიის იმპერიაში მხოლოდ მაქსიმე აღმსარებელი ჰგადაგებდა მართლმადიდებლობას, ხოლო კონსტანტინეპოლისა და ანტიოქიის პატრიარქები მწვალებლები იყვნენ. ფერარო-ფლორენციის კრებაზე წმ. მარკოზ ეფესელი მარტო აღმოჩნდა ჭეშმარიტებისაგან განდგომილ ბერძენ იერარქთა წინაშე, ხოლო ხატმებრძოლთა მწვალებლობის მვინვარების ჟამს, როცა ბიზანტიის იმპერიაში მართლმადიდებელი იერარქი აღარ იპოვებოდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი მცხეთაში ეკურთხა მღვდელმთავრად. აქედან გამომდინარე, კანონიკურად რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ საქართველოს ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ მიღებული დადგენილება (18-19 სექტემბერი, 1995 წ. მცხეთა,სვეტიცხოველი), რომელიც იუწყება ,, საეკლესიო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრება - საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი, ხოლო კრებებს შორის პერიოდში უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი და მმართველი არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება,მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, ეკუთვნის საქართველოს საეკლესიო კრებას - საქართველოს წმინდა სინოდს“ (იხ. გაზ. ,,მადლი“ 26 მარტი) როგორც ვხედავთ,ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრება საქართველოს ეკლესიის სინოდთან არის გაიგივებული და მათ შორის აშკარა ტოლობის ნიშანია დასმული. განა ამით უგულველყოფილი არაა სამღვდელოება, ბერმონაზვნობა და მორწმუნე ერი? განა ეს დადგენილება არ ამხელს თავის ცეზარო-პაპისტურ სულისკვეთებას და იერარქთა ვიწრო ჯგუფს არ მიაწერს ღვთის თვისებას - უცდომელობას ? 12. არიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც ეკუმენიზმს ცოდვად მიიჩნევენ, მაგრამ მას მწვალებლობად არ თვლიან (არ სურთ ამის აღიარება). მაგრამ ეკუმენიზმი არის ცოდვა სარწმუნოების სფეროში აღსრულებული, იგი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ცოდვაა. დიდი სჯულის კანონში ვკითხულობთ: ,,... მწვალებელი არს, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან... მწვალებელ არს, რომელი მართლმადიეებლი არა იყოს“. ხოლო ცნობილი კანონისტი ზონარა ამბობს: ,,მწვალებელნი არიან ისინიც, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას თუნდაც ნაწილობრივ არ ეთანხმებიან ანდა მცირეოდენ ამახინჯებენ მას“. ამ განსაღვრებათა საფუძველზე მართლმადიდებლობის წინაარმდეგ ეკუმენისტთა მიერ ჩადენილი ცოდვები განა მწვალებლობა არ არის?ეკუმენისტთა მიზანი ერთიანი ,, ზეეკლსიის“ შექმნაა, რომელიც სიცრუეში გააერთიანებს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ მსოფლიოს, მეთოდი ეკუმენისტთა - დემაგოგიაა, სიცრუე და სარწმუნოებრივი კომპრომისებია, ხოლო მათი საქმიანობა - მწვალებლებთან ერთობლივი ლოცვა, მათთან ზიარება და მწვალებლური დოკუმენტების მიღება-შეწყნარებაა, რასაც გმობს და კრძალავს წმინდა ეკლესია.ამიტომ ეკუმენიზმი მთელი თავისი მიზნებით და ფარული ზრახვებით, იდეოლოგიით, მეთოდებით,სამოქმედო პროგრამითა და საქმიანობით არის ერესი, ხოლო მიმდევრები არიან მწვალებლები.ეკუმენიზმი არა მარტო ეკლესიოლოგიური ერესია, არამედ ქრისტოლოგიური და პნევმატოლოგიური (რადგან მართლმადიდებლად მიიჩნევს მონოფიზიტებსა და პაპისტებს).ხოლო იმ სასულიერო პირთა არგუმენტები, რომლებიც ამბობენ ეკუმენიზმში მონაწილეობით მწვალებლები არ გავმხდარვართო, ყოვლად უსაფუძვლოა, რადგან მათ მათივე საქმეები ამხელენ, რომელთა შესახებაც ზემოთ იყო საუბარი.ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ გვეთანხმებით თუ არა იმაში, რომ ეკუმენიზმი მწვალებლობაა, ხოლო ამ მოძრაობაში მონაწილეობა მწვალელად ყოფნას ნიშნავს?
თუკი თქვენ აღიარებთ, რომ ეკუმენიზმი მწვალებლობაა მაშინ უნდა შეაჩვენოტ კიდეც იგი, როგორც ერესი, ანუ პუქტობრივად ანათემას უნდა გადსეცეთ ყოველი ეკუმენისტური მწვალებლური დოქტირნის ყოველი სწავლება,რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას. გარდა ამისა მოვალენი ხართ შეაჩვენოთ ყველა მწვალებლური დოკუმენტი რომელიც ,,ე.მ.ს“-ს სხდომებზე და სხვა ეკუმენისტურ შეხვედრებზე იქნა მიღებული და აგრეთვე ევქარისტიული ერთობა გაწყვიტოთ ყველა იმ ეკუმენისტურ ეკლესიასთან, რომლებიც მონაწილეობენ ამ მწვალებლურ მოძრაობაში.
თუკი თქვენ ამას მოიმოქმედებთ, მაშინ თქვენ იქნებით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი იერარქები და მართლაღმსარებელნი ღვითასაგან განდგომილი მსოფლიოს წინაშე. ღმერთმა შეგაძლებინოთ ამ ნაბიჯის გადადგმა. თუკი თქვენ ამას არ იზავთ, მაშინ ცვენ დავრწმუნდებით, რომ თქვენ გულგრილნი ხართ სარწმუნოების დაცვაში და მხოლოდ ამქვეყნიური ზრახვები გამოძრავებთ. მაშინ გთხოვთ, ნუღარ უწოდებთ თქვენს თავს მართლმადიდებელს და მოეშვით ცილისწამებასა და პროვოკაციებს ჩვენ წინააღმდეგ და რაღაც პოლიტიკურ მესამე ძალაზე ლაპარაკს, რომელიც ვითომცდა ჩვენ უკან დგას.
|