ერთი სიტყვით მაგარი მოყვარული ვარ სიგარეტის. ზედიზედ ერთი და იგივე პაჭკა იშვიათად მაქვს ნაყიდი. მე-9-ე კლასიდან ვეწევი ცოტა-ცოტას. ნუ ყოფილა შემთხვევა სუტკაში 1-პაჭკაც რო მომიწევია. 5-6 ღერი სიგარეტი დღეში მყოფნის. მაინც შეცჯექი მიუხედავად 5-6 ღერისა. რჩევას იმიტომ არ ვკითხულობ იმიტომ რომ თავის დანებება მინდა, უბრალოდ გამარკვიეთ რა ფენომენი მჭირს.
სიგარეტის მოწევას რო მოვუმატე ანუ 5-6 ღერზე რო ავედი იმის მერე ალერგია მაქვს. უცებ ცხვირი დამეწვება ხოლმე და ამიტყდება საშინელი ცემინება. არავის ვურჩევ ასეთ ალერგიას. ხან ნესტს ვაბრალებდი საძინებელში, ხან სამსახურში დიდ გამონაბოლქვს, ხან მტვერს. როგორც ჩანს სიგარეტი ყოფილა. მარა მე არავინ მინახავს სიგარეტზე აცემინებდეს

რაღა მე დამემართა? გქონიათ ასეთი შემთხვევა ვინმეს? ან საახლობლოში?
რაც არ უნდა ძვირიანი ან იაფიანი სიგარეტი არ უნდა ვიყიდო მაინც მაცემინებს. არადა მაგ ცემინების გულიზე 2-წელი სასწავლებელში არ მივლია. საჭესთან შიშით ვჯდები ხოლმე ( მოდი და ისე დააცემინე რო თვალები არ დაგეხუჭოს ).
რა ჭირს ჩემ ცხვირს ასეთი იქნებ მითხრათ? ნახველი არასოდეს მაწუხებდა და არც ეხლა მაწუხებს. არც დიხანია მაქ სუსტი, არც მახველებს და არც ხმაზე მოქმედებს.