კამერის პრობლემა აქვს, სიბნელეში ჭედავს და როცა წინიდან დაკრავს მზე, ან ნათურის შუქი, ფერებს ლაგავს, სხვა მხრივ კარგ სურათებს იღებს. ნუ, გამოსაცვლელია რა კამერა, რომელიც საკმაოზე მეტად იაფია.
კამერის გამოცვლის შემდეგ, იდეალური ვარიანტია სასაჩუქრედ, ან ვინმე ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც საერთოდ არ ხმარობს ტელეფონის კამერას.
კამერას უნდა 5-6 დოლარი იბეიზე. გამოცვლა კიდევ, ელემენტარულია, არანაირ მიპაიკებ-გადმოპაიკება არ სჭირდება, არც ჩასმას და არც ტელეფონის დაშლას. და არც საკრედიტო ბარათებით და ბასრი საგნებით ჩალიჩი უნდა დაშლას ანდროიდებივით, აწევ ეკრანს, მოხსნი რამდენიმე ვინტს და ჩასვამ ახალ კამერას. ნებისმიერი თავმოყვარე ტელეფონებში გარკვეული ადამიანი გამოცვლის უპრობლემოდ. გასაგებად ავხსენი?
არ იყოს ისეთი საუბარი, რომ გამივცვლი კამერას და თუ რამეა დაგიბრუნებ და ასე შემდეგ.
99,9% არის მხოლოდ კამერის ბრალი, ვინაიდან წყლით დაზიანების ინდიკატორი, რომელიც სიმის ჩასადებშია, არის თეთრი და სხვა ყველაფერიც 100 პროცენტი წესრიგშია, როგორც პროგრამულად, ასევე გარეგნულად და ჰარდის დონეზეც.
შესაძლოა, შლეიფიც ვერ იჯდეს კარგად კამერის, და იმის ბრალი იყოს. პირადად ასეთ მდგომარეობაშიც მაკმაყოფილებს და არ ვხსნი ტელეფონს...
This post has been edited by kobebryant on 16 Oct 2015, 13:37
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)