მოკლედ 4 ჰექტარი 200X200 ზომის ნაკვეთი მაქვს, შემოსაღობია, 500 ეკლის სარი მჭირდება და 5 რიგად გაჭიმული 2.0-იანი დიამეტრის მავთულზე გაბმული ასევე 2.0-იანი დიამეტრის მავთულით მოქსოვილი მავთულბადე ეგრეთწოდებული სეტკა უნდა გავუშვა 1.3 მ სიმაღლის, ზევიდან კიდევ 15-20 სმ-იანი დაშOრებით ორი რიგი ეკლიანი მავთული 2.0-იანი დიამეტრის ორწვერიანი ეკლიანი.
მოკლედ ეს რაც შეეხება შემოღობვას, 2-2.3 მ დაშOრებით იქნება ეკლის სარები.
მგონი სერიოზული დონის ღობე გამოვა.
ახლა დანარჩენი..
მიწის მოხვნა 40სმ-ზე, მექანიზაციის ცენტრიდან უნდა წავიყვანო დიდი ტრაქტოტრი, ამის ფასები კი გავარკვიე.
თესლი 15 ლარი მითხრეს და ჰექტარზე 3 კგ გინდაო, ზესტაფონშI ასეთI ფასებია, რამდენად სანდოა მაგის ამბავი მართლა არ ვიცი.
ყველა მაგასთან ყიდულობს და რო არ ვარგოდეს კი გაუერთIენებდნენ ცხვირპირს

მოხვნის შემდეგ მინდა ფარცხი გავატარო, მერე მოვაბნიო ქვიშაში არეული თესლი და მერე კიდევ ერთხელ გადავატარებ ფარცხს.
ნიადაგი არის საკმაოდ ნოყიერი, ნალიზი გავაკეთე და მოჭარბებული რაოდენობის აზოტი და ფოსფორი აქვსო, მემგონი კარგია რავიციი.
არის თიხნარი ეგრეთწოდებული აყალო მიწა. გვალვებში ხოშიანად იცის ბზარების გაჩენა, ამ ზაფხულს მაგალითად.
სარწყავის საშUალებაც იქნება, ერთი კატლავანი რო ამოვჭრა და ბენზინის ნასოსით რო მივუშვა, მაგრამ არ ვიცი პრაქტიკულად რამდენად გამოვა ეს ამბავი

მოკლედ რაიმე შეცდომას თუ ვუშვებ გთხოვთ შემისწოროთ, ამაშI 6000 ლარი მაინც უნდა ჩავყარო მინიმუმ

ცხვარი მყავს ამ ფართობიდან ასე 1 კილომეტრში და იმათთვისაც გამომადგება ეგ იონჯის ნაწილი.
ისე მოსავლის რაოდენობები თუ მოთვალეთ ვინმემ წელს რამდენი ტუკი მოვიდა ჰექტარზე და რამდენჯერ მოითიბა?