სანამ კალაძე რუსულ გაზზე თითავს, შვედეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მთლიანად უარის თქმას აპირებს ნავთობსა და გაზზე . .
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფენმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გეგმავს გახდეს მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც უარს იტყვის ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე. .
ამჟამად შვედეთი ორი მესამედით ალტერნატიული ენერგეტიკით უზრუნველყოფს თავის მოთხოვნებს. ქვეყნის მთავრობის განსახილველად წარდგენილია ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს 1 მილიარდამდე დოლარს „მწვანე ინფრასტრუქტურის" მოსაწყობად --- მზის ბატარეებისა და ქარის ელექტროსადგურების სახით. სახელმწიფო გეგმავს დამატებითი სახსრების გამოყოფას ეკოლოგიურად სუფთა საავტომობილო ტრანსპორტის შესყიდვაზე, ელექტროენერგიების საცავების შექმნაზე და ელექტროენერგიის შენახვის მეთოდების სრულყოფისკენ მიმართულ კვლევებზე. ამას გარდა, მთავრობა დაეხმარება ყველა მსურველს თავიანთი სახლების უფრო ენერგოეფექტურად გადაკეთებაში. ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხარჯები საზღვარგარეთ ეკოლოგიური პროექტების განხორციელებაზე.
http://www.interfactnews.ge/index.php/msof...-56-32-shvedeti--------------------------------
პროგრესული ხალხი, პროგრესული ქვეყანა
This post has been edited by papaani on 16 Oct 2015, 14:18