#45966157 · 17 Oct 2015, 09:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მხოლოდ მიშისტებს ვუხმობ. თუ არ ხარ მიშისტი და მაინც იჭყიტები, ვერ მოგიწონებ, ეს თემა ძრწოლას მოგგვრის. რათ გინდა. გადი.
პატივცემულო მიშისტო.
ყველაფერი კარგად მიდის. აი, მოულოდნელად კარგად. ჩვენი დრო ასი პროცენტით მოვა.
სინოპტიკოსებისა არ იყოს, ამინდს ყოველთვის სწორად ვპროგნოზირებთ, ოღონდ თარიღები გვეშლებაო, ეგეთი პონტია.
ჩვენი დრო მოვა აუცილებლად. ესენიც დარჩებიან. უნდა იყვნენ კიდევაც. გვეყო რაც ვწიკეთ მარტოებმა ეს დამბი უმრავლესობა მთელი 9 წელი. ესენიც უნდა დარჩნენ და შედეგად უფრო ბალანსირებული პოლიტელიტა გვეყოლება -რეალისტური.
მაგაზე არაა.
ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი. არ მჯერა რომ 2016 ჩვენი წელია. ბავშვს სკოლიდან რომ მოიყვან პირველი სასწავლო დღიდან, არ უნდა ჰკითხო როგორი იყოო. იტყვის საშინელიო და მერე მთელი მოსწავლეობა ამ თავისი პოზიციის გამტკიცებაში იქნება. იგივეა ჩვენი ამომრჩეველი. მათ უთხრეს მიშას უარი და ამ რეზიუმეს ერთგულები დარჩებიან. დამბო ცვლილებებს ვერ იტანს.დამბო ჯერ ბიძინასადმი ხვეწნაზე არ გადასულა. ასე რომ 2016 ისევ ბიძინასია. დიდი ალბათობით.
მაგრამ.
უყურე რა ხდება, ოცნების შეცდომების კუანტიტი მალე კუალიტში გადავა.
არ ვიცი ეს მოხდება თუ არა არჩევნებამდე, მაგრამ ოცნების მეორე ვადა რომ საქართველოს დაქცევა იქნება ეს ძალიან თვალნათელია. ამ ხალხმა ზოოლოგიური სიხარბე ჯერჯერობით შენიღბა მომავალი გამარჯვების იმედად და ჯერჯერობით მიშას დატოვებული ბიუჯეტის პირწმინდად ჯიბეებში ჩადებას ერიდება. კიდევ ოთხი წლის იმედი აქვს.
როგორც კი ის ოთხი და დასკვნითი წელი მოუვათ, მილიონებს ექსკავატორებით მოქაფავენ. არც მერე შურისძიების შეეშინდებათ. იგივეს იზამენ რაც ედიკასდროინდელ კორუფციონერებს შერჩათ -კორუფცია შუა და დაბალ რგოლებში ყოველთვის იყო და ყველაზე უხიფათოა. ოღონდ მასშტაბებით უფრო დამანგრეველი და დიდი.
ამაზე არაა.
იმაზეა რომ მალე დოღრიალა გვეყოლება სამართავი. რთული პროცესია.
შევისწავლოთ ის და გავითვალისწინოთ დღევანდელი ერიდა და მთავრობის აქილევსის ქუსლი - გულჩვილობა.
შეიძლება ამ სეზონზეც კი დავამარცხოთ ქოცნება. ვებრძოლოთ მათივე იარაღით.
სატიაგრაჰას დროა.
როზა პარკი გვჭირდება ოღონდ ასი. ერთად გამოვალთ სამშვიდობოს. თავგანწირული (ციხისთვის) მშვიდი დისციპლინა ამ დემორალიზებულ მთავრობაზე უპირატესობას ადვილად მოგვაპოვებინებს.
ციხეში ყოფნა გრეხი არაა.
თავისუფლებაზე ყოფნაა გრეხი. ყველანი ციხეში! ოღონდ როზას ციხეში ჩაჯდომა ანონსირებული და დისციპლინირებული უნდა იყოს.
ფაქტიურად ახალს არაფერს ვამბობ.
სატიაგრაჰა ბაჩომ დაიწყო. ბაჩო, ვანო და გიგი სწორედ ასეთი შემართებით თ ვ ი თ ო ნ ჩაჯდნენ ციხეში ამ გათვლით. რამდენჯერმე იყვნენ თავისუფლები და რამდენჯერმე დაბრუნდნენ საზღვარგარეთიდან. სატიაგრაჰას 4 დიდი გამარჯვება იყო: --ქრისტიანი მონები კოლიზეუმში ლომების წინააღმდეგ
სატიაგრაჰა -განდი
მარტინ ლუტერ კინგი
ნელსონ მანდელა
მეხუთე ჩვენია.
ეს ხელისუფლება ბრიყვია. წამოეგება. რაოდენობა ხარისხში უკვე მეორე ფრონტზეც გაიხსნება.
ასი როზა პარკი და ერთობლიობაში 15 როზა-წელი ციხეში საკმარისია.
სად ვიპოვოთ ასი როზა?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|