| #45974250 · 18 Oct 2015, 01:15  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  ოცნების ერთედერთი დამსახურება რაც მათ შესძლეს , ეს იყო და არის მათი  მისია მეტი არაფერი, ანუ როგორმე შემაცირონ  და ჩაკლან ევროპასთან დახლოების სურვილი, პარალელურად კი შეძლებისდაგვარად გაზარდონ  რუსებთან  დაახლოების   მსურველთა რაოდენობა!
 
 
 NDI-ის კვლევებით ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდა
 17-10-2015 11:22
 
 საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 31%-მდე შემცირდა. ასეთია NDI-ის დაკვეთით ჩატარებული  სოციოლოგიური კვლევის შედეგი
 
 კითხვაზე, "უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ა)ევროკავშირში; ბ) ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ",  პასუხები ასე გადანაწილდა.
 
 31-31% უჭერს მხარს ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. 46-46% არ უჭერს არც ერთს, 22-22%-მა არ იცის და 2%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.
 
 აღსანიშმნავია, რომ კვლევის ყველა კომპონენტში ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით იდენტური პასუხებია.
 
 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 61%-სთვის მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი მისაღებია. მიუღებელი 21%-სთვისაა. აღსანიშნავია, რომ NDI-ის 2014 წლის აგვისტოს კვლევაში, ანუ დაახლოებით ერთი წლის წინ, გამოკითხულთა 78%-სთვის იყო მისაღები ევროკავშირი, 10-სთვის კი მიუღებელი.
 
 გამოდის, რომ ერთი წლის შემდეგ 17 პუნქტითაა შემცირებული მათი რიცხვი, ვისთვისაც ევროკავშირის წევრობა მისაღებია. ხოლო 11 ერთეულითაა გაზრდილი მათი რაოდენობა, ვისთვისაც ევროკავშირი მიუღებელია.
 
 
 
 
 NDI: 44% - 2012 წლის შემდეგ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაზრდილია
 
 
 
 
 This post has been edited by megre on 18 Oct 2015, 01:23
 
 --------------------
 
 სატანის ყველაზე დიდი  მზაკვრობა იყო ის ,  რომ  მან შესძლო ხალხის დარწმუნება  თავის   (სატანის) არარსებობაში.
 
 გალიაში  გამოჩეკილ  ჩიტთა აზრით  ,   ფრენა  ავადმყოფური მოვლენაა (rusetume, sovok@)
 
 
 |