ტიფლისობაზე. მეგობრებს ტრადიცია გვაქვს, ვიკრიბებით მორიგეობით ერთერთის სახლში, ნემეცკი შოტით ვყიდულობთ პრავიანტს, ჩვენი ხელით მწვადს მაყალზე ვწვავთ, სუფრას ვშლით და ვეკურკურებით ერთმანეთ დაბალი ტემპით და ტაშით.
ამ პრავიანტის ყიდვისას ძალიან ბევრი ახალგაზრდა და მოხუცებული დავინახე დანაღვლიანებული თვალებით, უნდოდათ რაღაცეების ყიდვა მაგრამ თავს უფლებას ვერ აძლევდნენ, ბავშვებიც ნაზლოდ გაიპარჭყებიან ხოლმე ამ დროს. ძალიან ბევრი ინვალიდი და მათხოვარი დავინახე, გამყიდველებს მონარჩენს რომ ეხვეწებოდა.
მოკლედ იმ ასაკში ვართ, რომ სამი ჭიქის შემდეგ ქალებზე აღარ ვბაზრობთ

ყველამ თავის დარდის გადმოლაგება დაიწყო, გაჭირდაო ცხოვრებაო, გაძვირდაო ყველაფერიო, ეს ტარიფებიო, ის მოხმარების საგნებიო, მოკლედ შემოსავალი ყველას გაგვინახევრდაო ამ ინფლაციის ფონზეო. ხელფასის და პენსიის გაზრდის პერსპექტივაც არ გვეჭყანება

უგინებელი არავინ დატოვეს, განსაკუთრებით მერიის და რამდენიმე სამინისტროს ახლობლები იყვნენ პოპულარულები
ხოდა დავსვი შეკითხვა: ხვალე საპროტესტო აქცია რომ გაიმართოს სოციალურ საკითხებზე ვინ წახვალთქოო? იქ ამბავი დამატეხეს კინაღამ ჩამომართვეს საქართველოს მოქალაქეობა

მაგის იმედი ნი გექნებაო, სომხები კი არ ვართ, ჩვენა ძმაო ამაყი ქართველები ვართოოო. აბა მაშინ რაღას წუწუნებთ მეთქი, მოეშვით და მიიღეთ სიამოვნებათქოო.
მოკლედ პატივცემულო საზოგადოებავ, სამი კაპიკის გულიზე სომხებმა ლამის რევოლუცია მოაწყვეს და ჩვენ ქართველებს, რატომ გვიტყდება სოციალური საკითხების გაპროტესტება? ლამის ყველა სანაგვე გაჭირვებულებმა დააპრივატეს

დღე არ გავა ფორუმზე ვინმეს შვილის დახმარების თემა არ გაიხსნას. საღსალამათ ხალხს გვიჭირ უკვე ოჯახის რჩენა და წარმოიდგინეთ მარტოხელა პენსიონერები ან დედბი რა დღეში ქინებიან.
ქართველებო!!!!! რატომგვიტყდება და არ ვაპროტესტებთ ამთ თავგასულ პრემიებს, დანამატებს, ჯიპებს და ერთუჯრედიან ამებებს, რომლებიც ორმოს ამოვსებებიც არ არიან? რატომ ხმამაღლა არ ვეუბნებით მთავრობას, რომ საქართველოში მოსახლეობის 80%-ს გაუჭირდა!!!!!!
P.S. ამაზე თავი აღარ შიწიხოთ, ვიცი:
–ჯერ სად ხართ (ნიშნის მოგებით)
–ნაცები მაინც ვერ დაბრუნდებიან და ა.შ.
მიმაგრებული სურათი
სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ - ნოდარ დუმბაძე
მდაბიო გადიდკაცებულ ქართველებს, სასწაულად დაუოკებელი ლტოლვა აქვთ პეროს გარჭობისკენ:yes: