#45975747 · 18 Oct 2015, 12:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lord_Crusader
მე გეტყვი, რაც ხდება.
რაც შენ ააწყვე ArchiCAD-ში არის არა პროექტი, არამედ მთლიანი პროექტის არქიტექტურული ნაწილი. (რაც გულისხმობს შენობის არქიტექტურულ გეგმარებას, ფასადებს, ვიზუალურ მხარეს და ა.შ.) ეს ერთი საქმეა და საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი.
ამის გარდა თვითონ არქიტექტურულ ნაწილშივე შეიძლება მოგთხოვონ შენობის ჩასმა არსებულ გარემოში - სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია ანუ ფოტომონტაჟი. ამას მგონი ყოველთვის არ ითხოვენ, ეს იმისთვის არის, რომ ჩანდეს როგორ შეერწყმება მიმდებარე გარემოს ახლადასაშენებელი სახლი.
ასევე უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული ნაწილი. ამის გარეშე არავინ დაგიმტკიცებს შენობას. ეს გულისხმობს სახლის ანგარიშს სხვადასხვა დატვირთვებზე (მათ შორის სეისმური და საკუთარი სიმძიმე) და ანგარიშიდან გამომდინარე კონსტრუქციული ნახაზების გაკეთებას, უშუალოდ რის მიხედვითაც უნდა აშენდეს სახლი, რომ იყოს მტკიცე და მდგრადი.
ამას კი წინ უნდა უსწრებდეს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია შენობის საძირკვლის დაფუძნებისთვის.
რაც შეეხება ელექტრობას, წყალგაყვანილობას, ვენტილაციას და მსგავს წვრილმანს, ეს ზოგჯერ სავალდებულო არ არის. (წესით ისინი წარმოადგენენ დენსადენების, კანალიზაციის და ვენტილაციის პროექტებს).
აი, ეს ყველაფერი ერთიანობაში ქმნის პროექტს. დეტალურად და ზუსტად კი თუ რას მოითხოვენ, ამაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნე მერიის არქიტექტურულ სამსახურს უნდა მიმართო, მაგრამ სულ მცირე: არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილები + გეოლოგიური დასკვნა აუცილებელი იქნება.
--------------------
gnossienne - n. a moment of awareness that someone you’ve known for years still has a private and mysterious inner life, and somewhere in the hallways of their personality is a door locked from the inside, a stairway leading to a wing of the house that you’ve never fully explored.
|