,,თავისუფალი დემოკრატების“ ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად დავით კუბლაშვილი თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებულ საერთო პრინციპებს ასახელებს, მათ შორის მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციის თანხვედრას ნაციონალურ მოძრაობასთან.
"
პარტიამ აიღო სრულიად სხვა კურსი იმ პრინციპების საწინააღმდეგოდ, რითაც მოვედით ხელისუფლებაში. რაც ყველაზე სამწუხაროა მან საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად შეარჩია ისეთი პარტნიორები, რომლებსაც მე და ჩემი მეგობრები ვებრძოდით. აქედან გამომდინარე, ჩემი შემდგომი თანამშრომლობა თავისუფალ დემოკრატებთან წარმოუდგენლად მიმაჩნია. თავისუფალ დემოკრატებსა და ნაციონალურ მოძრაობას გააჩნიათ ერთნაირი აქტივობები და პრინციპები, რის გამოც მე ვტოვებ მათ რიგებს,"- განაცხადა კუბლაშვილმა.
http://newposts.ge/?l=G&id=89495-%E1%83%97...%83%9A%E1%83%98