მოკლედ: წუხელი რაგბის პირველი მატჩის ყურებისას ძმაკაცთან კაი ხოშიანად გამოვთვერი და სახლისკენ მიმავალმა ინსტიქტურად გადავუხვიე დუბლინში რაიმე ცოცხალის მოსასმენად... დუბლინში მუსიკოსებს პერეკური ჰქონდათ და ქუჩის გადაღმა შევტიალდი - ჰეინეკენი, ფლიიზ! აბა, კაზიოლს ხომ არ დავიკვეთავდი - ტიპი იმისთანა პინკ ფლოიდს ახუჭუჭებდა!
ჰოდა, მარჯვნივ გადავიხედე, მეზობელი მაგიდისკენ - შაკოს ახალგაზრდობა იჯდა, ოღონდ დაღვრემილი - მრგვალთავიანი სათვალეებით... დაღვრემილი მთლად მართებული გამოთქმაც არაა - უბრალოდ, იმის ფონზე მე თავი ნამეტანი ფხიზლად აღვიქვი...
ჰოდა, ამ დროს აქაურმა მუსიკოსებმაც დააპერეკურეს და ეს მალადოი ტიპი მეუბნება: "მე უბრალო ვინმე ხომ არა გგონივარო?" გავიფიქრე: "ბებიშენისამ, მიკ ჯაგერი ხარ კულისებში კოკაინის შესაყნოსად გასული, რომ მერე ასიათასკაციან სტადიონზე კუნტრუშით გაიჭრა-მეთქი", მაგრამ ამის თქმის მაგივრად ფრიად დაინტერესებული სიფათი შევკერე - სანამ მუსიკალური პერეკური დამთავრდებოდა, ჰეინეკენი ხომ რაიმე სასეიროს ფონზე სჯობდა ჩამემთავრებინასავით...
ჰოდა, შაკოს ახალგაზრდობა უბნობს: "მე ქართველი ნაცისტების ბელადი ვარო!"
"ჩემს ზურგს უკან 1200 კაცი დგასო!"
"აგერ, ჩვენი საიტიც, სადაც ყველაფერი გაცხადებული გვაქვსო!" - ტელეფონზე რაღაც საიტი გახსნა, სადაც უნიჭოდ გადასხვაფერებული ნაცისტური სიმბოლიკა მოჩანდა...
"მალე მოვალთ ხელისუფლებაში და ლიბერასტებს სულ სათითაოდ დავდღნავთო!"
ჰოდა, ვიფიქრე, რომ ამ სიტუაციას რაღაცა აკლდა - იყო ლუდის ბარი, მთვრალი ტიპები და გარეთ წვიმას აპირებდა... და იყო ტიპი, რომელიც ნაციის სიწმინდის გადასარჩენად მზად იყო სისხლის ტბორები დაეყენებინა...
და მივხვდი, რაც აკლდა სიტუაციას - ცხვირქვეშ შეფაჩრული ნაცისტური ულვაშები!
მერე მუსიკოსები დაბრუნდნენ და პატრა გოგომ ძაან მონდომებით იმღერა რაღაცეები, თუმცა ჩემი ყურადღება ბასისტისკენ იყო მიმართული - აშკარად კარგად უკრავდა, მაგრამ დაბალ ხმაზე იყო და საერთო ჟუზონში იკარგებოდა...
ჰო მართლა - ის მალადოი კიდევ აგრძელებდა რაღაცეების ბჟუტურს, მაგრამ "ლუდის პუტჩი" აშკარად არ გამოსდიოდა და ნელ-ნელა ითენთებოდასავით...
მერე წამოვედი და არ ვიცი, უკვე მოახერხა ძალაუფლების ხელში აღება, თუ პახმელიაზე მყოფი უნიტაზზეა დამხობილი, ხეზ...
სავარაუდოდ, ნაცისტები რაცხას დვიჟენიობენ და ნეტავი ვინ დგას მათ უკან - ტულე? ანანერბი? ვრიატლი...
მე უფრო ნაცმაცუნების პროვოკაცია მგონია...
This post has been edited by Precursor on 19 Oct 2015, 00:00