საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძეა წარდგენილი
13:50 19-10-2015
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძეა წარდგენილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძეა წარდგენილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს თავად ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, მისი კანდიდატურა დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოის სხდომაზე დამტკიცდა, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომამდე გაიმართა.
"პოლიტსაბჭომ მე წარმადგინა ამ თანამდებობაზე. რაც შეეხება პროცედურებს, უმრავლესობის პირველივე შეხვედრაზე ფორმალურად დამტკიცდება ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
კვაჭანტირაძის კანდიდატურას ფრაქციამ მხარი დაუჭირა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...sardgenili.html

არჩევნებისთვის რა ხალხზე აკეთებენ ფსონებს მაგრა უჭირთ და დარხეული აქვთ აქედანაც ჩანს. ესეთი ხალხით კრახი რო ელოდებათ ვერ ხვდებიან ნეტა . 11 პროცენტს თუ აიღებენ მადლობა უნდა თქვან