ნილუფარ რახმანი 23 წლისაა, თუმცა ამ დროისთვის მან ბევრ წარმატებას მიაღწია: 2012 წლისთვის ის ავღანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ერთადერთი პილოტი ქალი გახდა და როგორც მსოფლიოს ყველაზე მამაცმა ქალმა აშშ–ს პირველი ლედის ხელიდან International Women of Courage Award –ის ჯილდო მიიღო, რითაც ძალზე გააღიზიანა თალიბები… ახლო აღმოსავლეთის ქალისთვის უჩვეულო კარიერა დღემდე მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების მასმედიას აღაფრთოვანებდა. თუმცა როგორც ჩანს, ახლა არაბული სამყაროც მზად არის აღიაროს რახმანის უნიკალურობა. სულ ახლახანს Al Jazeera –მ პილოტი ქალის შესახებ დიდი რეპორტაჟი გამოაქვეყნა.
კაპიტან რახმანის მოვალეობაში, ძირითადად, მაღალჩინოსანი სამხედრო პირებისა და პოლიტიკოსების გადაყვანა შედის. გოგონას თქმით, თავიდან მარვალი მათგანი აღშფოთებას გამოთქვამს ხოლმე, როდესაც იგებს, რომ საჭევართან ქალია და ფრენაზე უარს აცხადებს.
„ ვცდილობ გული არ გავიტეხო: მათ ხომ არასდროს უნახავთ პილოტი ქალი. უბრალოდ ვეუბნები:“სერ, თვითმფრინავი მზადაა, ხუთ წუთში ავფრინდებით“. – ამბომს ნილუფარი. რადგან ფრენა ყოველთვის უზადოდ სრულდება, მგზავრები ნილუფარს ბოდიშს უხდიან და აღიარებენ, რომ უსამართლოდ მოექცნენ მას.
ნილუფარ რახმანი დაოჯახებული არაა. მისი თქმით, ის ჯერ არც ფიქრობს ამის შესახებ. „სიმართლე რომ ვთქვა, სამსახურში ბევრი ცუდი, უნამუსო მამაკცი შემხვედრია, არც ერთის მიმართ არ გამიჩნდა ნდობის გრძნობა. ამიტომ რომანტიკაზე ჯერჯერობით არ ვფქრობ.“ – განმარტავს ნილუფარი.
სრული ტექსტი :
http://premiumi.ge/?p=7820-----
მართლაც მაგარი გოგოა, მამაცი და მიზანდასახული. წარმომიდგენია, რაოდენ რთულია მისთვის ასეთ გარემოცვაში ცხოვრება.
This post has been edited by Maya - Maya on 18 Nov 2015, 20:56
მიმაგრებული სურათი