მოკლედ თსუს სტუდენტური თვითმმართველობა მოითხოვს პაპავას გადადგომას , უნივერსიტეტში არსებული სიტუაციის გამო ,
ბევრი მიზეზები აქვთ ჩამოთვლილი
დამატებითი ინფო :
https://www.facebook.com/events/953475654722772/1) დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის მოხსნა, ვინაიდან და რადგანაც ისინი არანაირ მომსახურებას არ იღებენ უნივერსიტეტისაგან პირველი სემესტრის შემდეგ.
2) ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ელემენტარულ დონეზე მაინც, რომ არ ჩამოდიოდეს აუდიტორიაში ზემოთ არსებული ტუალეტიდან ფეკალური მასები. გაახსენდეს ადმინისტრაციას, რომ მაღლივიც უნივერსიტეტია!
3) სტუდენტებისათვის მეთერთმეტე დამატებითი სემესტრიდან სრული გადასახადის მაგივრად კრედიტების გადასახადის დაწესება.
4) არამარტო რექტორის არამედ ადმინისტრაციის სრული რეორგანიზაცია.
5) ახალ ადმინისტრაციასთან ერთად არსებული ბიუჯეტის გადახედვა, დათვლა და შემდეგ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნა იმის მიხედვით რამდენიც სჭირდება უნივერსიტეტს და არა ბუნდოვანი და ზოგადი მოთხოვნები როგორც დღეს ხდება.
6) განათლების სამინისტროს გამოღვიძება, უმაღლესი საგანმანათლებლო კანონის გადახედვა და მასში სხვადასხვა სახის ცვლილებების შეტანა.
7) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გაბერილი კადრების შემცირება.
8) ფონდის შექმნა სადაც უნივერსიტეტში მომუშავე ადამიანები ვისაც 1000 ლარზე მეტი ხელფასი აქვთ გადარიცხავენ ხელფასის 2%ს. დაგროვილი თანხა კი მოხმარდება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, საერთო საცხოვრებლის მოწესრიგებას, ინფრასტრუქტურასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
9) უღირსი და არაპროფესიონალი ლექტორების უნივერსიტეტიდან გაშვება, რომლებიც ხელს უშლიან ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და ამუშავებას.
10) ლიტერატურის თარგმნა და ინგლისური ენის სწავლების დაწყება სერიოზულ დონეზე.
11) ტენდერებისა და სხვა პროცედურების გამჭვირვალობა.
12) გადაიხედოს კონტროლის პალატის მიერ დაწერილი დასკვნები რომელიც საჯაროა და მოხდეს რეაგირება ფინანსური პოლიციის მიერ.
13) უნივერსიტეტის შიგნით დეცენტრალიზაცია და გადაწყვეტილებების მიმღები პირების არჩევნებში სტუდენტების მეტი ჩართულობა.
14) არჩევნების გარეშე მისაღები თანამშრომლების მიღებისას საკონკურსო პოლიტიკის გამჭვირვალობა.
პ.ს
ასევე ილიაუნის სტუდენტებიც უჭერენ მხარს ,
This post has been edited by defender. on 19 Oct 2015, 23:56
მიმაგრებული სურათი