"ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნმა", ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიამ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ძებნა-ძიების ოპერაციების შედეგად მიღწეულ გაზის რესურსების მნიშვნელოვან მატებაზე.
კომპანიამ ახლახანს გააკეთა განცხადება აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიების დარგში წინ გადადგმულ ნაბიჯებზე მწარეხევის გაზის კომლექსისა და ტარიბანის გაზის კომპლექსის ერთ ინტეგრირებულ 2.000 კვადრატული კილომეტრის ფართობის გეოლოგიურ ერთეულში გაერთიანებით, რომელსაც სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი ეწოდა. აღნიშნული გაერთიანებული ფართობისთვის ადრე დაანგარიშებული გაზის რესურსების გარდა, ფრონტერას ამჟამინდელი საქმიანობის შედეგად მოხდა გაზის საწყისი რესურსების გადაანგარიშება, რომლის შედეგადაც 300-5000 მეტრის ინტერვალში აღმოჩენილ სამიზნე კოლექტორებში იგი 135 ტრილიონ კუბურ ფუტს (3.8 ტრილიონ კუბურ მეტრს) შეადგენს. ამჟამად მიმდინარეობს ფრონტერას ახალი შიდა გამოთვლების დამოუკიდებელი შეფასება.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ფრონტერამ გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია Netherland, Sewell & Associates-ის ანგარიში, რომელიც ადასტურებს მწარეხევის გაზის კომპლექსსა და ტარიბანის გაზის კომპლექსზე 12.9 ტრილიონი კუბური ფუტის (365 მილიარდი კუბური მეტრის) გაერთიანებული პერსპექტული ბუნებრივი გაზის რესურსებს, მათ შორის 9.4 ტრილიონ კუბურ ფუტ (266 მილიარდი კუბური მეტრი) ამოსაღებ პერსპექტული გაზის რესურსებს.
აღნიშნულ შეფასებას მოყვა ინტენსიური გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევები მწარეხევის გაზის კომპლექსის და ტარიბანის გაზის კომპლექსის ფართობებზე, ვინაიდან კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფართობები ერთიანი გეოლოგიური კომპლექსის ნაწილებს წარმოადგენს. შედეგად, მიმდინარე საძიებო სამუშაოებმა აჩვენა გაზის რესურსების მნიშვნელოვანი ინტეგრირებული პოტენციალი, რომელიც ბევრად აღემატება ადრე დაანგარიშებულ რესურსებს. 2014 წელს ფრონტერას მიერ 14 კილომეტრიანი შემკრები, გადამამუშავებელი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ამოქმედებას მოყვა კომპანიის მიერ მიმდინარე ბურღვითი ოპერაციებიდან გაზის წარმოების ოპერაციების დაწყება. გასული წლის აპრილში აღმოსავლეთ საქართველოში გაზის წარმოების ოპერაციების დაწყების შემდეგ, ფრონტერამ წარმატებით აღნიშნა გაზის წარმოების მეთვრამეტე თვე. საქართველოში პირველად განხორციელდა არათანმხლები გაზის უწყვეტი მიწოდება საქართველოს შიდა ბაზარზე არსებული მომხმარებელთათვის. სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ინტენსიურ ტექნიკურ ანალიზთან ერთად, აღნიშნულმა სამუშაოებმა გახსნეს ახალი ისტორიული თავი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში, აგრეთვე, მის საზღვრებს გარეთ ბაზრებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებაში.
ფრონტერა განაგრძობს კომერციულობის საშუალებების შეფასებას, ზრდის და აფართოებს სამუშაოების მასშტაბებს, რათა მიაწოდოს ეს რესურსები არა მარტო საქართველოს შიდა ბაზარს, არამედ მეზობელ ბაზრებს თურქეთსა და ევროპაში. ამ კონტექსტში, ივლისის თვეში, ფრონტერამ გააფორმა ურთიერთგაგების სტრატეგიული მემორანდუმი უკრაინის ეროვნულ ენერგეტიკულ კომპანია “ნავთოგაზთან”. ამჟამად, მიმდინარეობს წინასაპროექტო საინჟინრო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ფრონტერას მიერ წარმოებული ოპერაციების შედეგად უკრაინისთვის თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდების შესაძლებლობის დადგენას. მსგავსი კვლევები მიმდინარეობს შავი ზღვის სხვა ბაზრებთან და შესაძლო რეგიონალური მილსადენების მარშრუტებთან მიმართებაში.
სთივ ს. ნიკანდროსმა, ფრონტერას დირეტქტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და მთავარი აღმასრულებელმა ოფიცრმა განაცხადა: “საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად მოხდა სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის, როგორც მსოფლიო კლასის გაზის კომპლექსის გამოვლენა. შეერთებულ შტატებში არსებული ანალოგიური გაზის კომპლექსის ევოლუციის მსაგავსად, რომელმაც შეცვალა აშშ-ს ენერგოდამოუკიდებლობის ტრაექტორია, ჩვენი შედეგებიც გვიჩვენებენ, რომ საქართველოსაც გააჩნია ბუნებრივი გაზის საკმარისი რესურსები, რათა მსგავსი გზით იმოძრაოს. მიგვაჩნია, რომ ფრონტერას საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოს შიდა ენერგოდამოუკიდებლობას მომავალში და ასევე გახდის ქვეყანას გაზის სტრატეგიულ მომწოდებლად თურქეთის და ევროპის სამომხმარებლო ბაზრებზე.”
შენიშვნები:
ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენის შესახებ:
ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში (შტატი ტეხასი) დაარსებული ნავთობისა და გაზის დამოუკიდებელ კომპანიას, რომლის სტრატეგიაა შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების შეფასება და ამ ბაზრებზე გასვლა. Fფრონტერას აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (საბაზრო სიმბოლო FRR). დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს www.fronteraresources.com. 2. მწარეხევის გაზის კომპლექსს უკავია დაახლოებით 140 კვადრატული კმ ფართობი, სამიზნე გაზის კოლექტორები 300-5000 მეტრის ინტერვალშია. ფრონტერას შიდა შეფასების და ანალიზის თანახმად გამოვლინდა აღნიშნული ფართობის გაზის პოტენციალი, რომელიც აღწევს დაახლ. 11 ტრილიონ კუბურ ფუტ გაზის საწყის რესურსებს, ხოლო გაზის ამოსაღები რესურსები დაახლოებით 9 ტრილიონ კუბურ ფუტს უდრის. აპრილის თვეში, გამოქვეყნდა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია Netherland, Sewell & Associates-ის ანგარიში, რომელიც ადასტურებს მწარეხევის გაზის კომპლექსზე 8.29 ტრილიონი კუბური ფუტის გაზის საწყის რესურსების არსებობას, ხოლო ამოსაღები რესურსები 6.15 ტრილიონ კუბურ ფუტს აღწევს.
3. ტარიბანის საბადოს კომპლექსი ფარავს დაახლოებით 1400 კვადრატული კილომეტრის ფართობს, რომელიც მოიცავს მე-12 ბლოკის ფარგლებში აღმოჩენილ და განსავითარებელ ტარიბანის, კილაკუპრას, ბაიდას და იორის საბადოებს. წინასწარი შიდა ანალიზის თანახმად, აღნიშნული კომპლექსი შეიძლება შეიცავდეს 18 მილიარდი ბარელი ნავთობის საწყის რესურსებს. ამჟამად მიმდინარეობს უფრო ფართომასშტაბიანი განვითარების პოტენციალის ანალიზი. ტარიბანის საბადოს კომპლექსში შემავალი ნაწილის - ტარიბანის საბადოს ნავთობის პოტენციალი Netherland, Sewell & Associates-ის მიერ 2005 წელს ჩატარებული შეფასებით, საწყისი რესურსების სახით 2000-3300 მ ინტერვალში 788 მილიონ ბარელს უდრის. Gგარდა ამისა, ფრონტერას შეფასებით ტარიბანის საბადოს უფრო ღრმა ჰორიზონტებთან, ანუ 3400-5000მ ინტერვალში მდებარე კოლექტორებთან
დაკავშირებული გაზის საწყისი რესურსების 9 ტრილიონ კუბურ ფუტს უდრის. 2015 წლის აპრილში გამოქვეყნებულიNetherland, Sewell & Associates--ის ანგარიში ადასტურებს ტარიბანის საბადოს გაზის შემცველ ღრმა ქვიშაქვებში 4.62 ტრილიონი კუბური ფუტის გაზის საწყისი რესურსების არსებობას, ხოლო 3400-5400მ ინტერვალში არსებული ჰორიზონტებიდან ამოსაღები პერსპექტული რესურსები 3.23 ტრილიონ კუბურ ფუტს შეადგენს.
4. ინფორმაცია რესურსების შეფასებაზე: მოცემულ განცხადებაში მოყვანილი შესაძლო და პერსპექტული რესურსები განსაზღვრულია დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია Netherland, Sewell & Associates-ის მიერ მენავთობე ინჟინერთა საზოგადოების მიერ მიღებული 2007 წლის ნავთობის მენეჯმენტის სისტემების თანახმად. ფრონტერას ვიცე პრეზიდენტმა და მთავარმა რეზერვუარის მენეჯერმა ჯერარდ ბონომ, რომელიც აღნიშნული საზოგადოების წევრია და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს წარმოადგენს, შეისწავლა და მოიწონა მოცემულ განცხადებაში მოყვანილი დებულებები.
5. მოცემული ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს სამომავლო განცხადებებს, რომლებიც შეზღუდვის გარეშე მოიცავენ ტრანსაქციებთან, სამუშაო პროგრამებთან და აღნიშნულ ინფორმაციაში მოყვანილ სხვა პუნქტებთან დაკავშირებულ რწმენას, მოლოდინს, გეგმებს და მიზნებს. ნავთობის ძებნა-ძიება მაღალი რისკის მატარებელი ბიზნესია. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს რეალური შედეგების მსგავსი სამომავლო განცხადებებისგან განსხვავებას, მაგ. ნავთობის და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები, საჭირო პერსონალის და აღჭურვილობის არსებობა და მუშაობა, კომპანიის უნარი მოიზიდოს კაპიტალი საძიებო და განვითარების პროგრამების დასაფინანსებლად, სეისმური მონაცემები, კაროტაჟული, კერნული თუ ჭაბურღილებიდან მიღებული სხვა სახის მონაცემები, ნავთობის და გაზის რესურსების შეფასების არაერთგვაროვნება, ნავთობის და გაზის ფასების ცვალებადობა, ამინდის პირობები, საერთო ეკონომიკური პირობები, პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა, და სხვა ფაქტორები, რომლებიც მოყვანილია ფრონტერას ფინანსურ ანგარიშებში რომლებიც ხელმისაწვდომია საიტზე www.fronteraresources.com. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ფრონტერას მოლოდინი რეალიზდება, ამგვარად რეალური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს სამომავლო განაცხადში მოყვანილი მაჩვენებლებისგან.
* * * *
ლინკის დადება დამავიწყდა
http://commersant.ge/?m=5&news_id=28039&cat_id=5 This post has been edited by Didgori_3 on 19 Oct 2015, 19:45