აბა მარტო კომერციულ გაზზეა საუბარიო? რა შუაშია ზამთარი?
"ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს" - კალაძე გაზპრომთან მოლაპარაკებაზე
20:26 2015-10-20
როგორც კალაძემ აღნიშნა, ვერავინ დააბრალებს იმას რომ სამინისტრო პროექტებს მალულად ახორციელებს.
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ არ მიმდინარეობდა.
როგორც კალაძემ "ქრონიკასთან" საუბრისას აღნიშნა, ვერავინ დააბრალებს იმას რომ სამინისტრო პროექტებს მალულად ახორციელებს.
"პირველი რაც ჩვენ მოვახერხეთ ეს იყო სამინისტროს გამჭვირვალეობა, ღიაობა. დასამალი არაფერი გვაქვს. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც გამოვიდა და თქვა რომ ენგურჰესის გასხვისება არ მომხდარა და ის საქართველოს საკუთრებაა. ამიტომ იმაში დადანაშაულება, რომ რაღაც ფარულად მიჩქმალულად მიმდინარეობდა სიმართლეს არ შეესაბამება. ევროპის ცენტრში, ბრიუსელში არ ხდება შეხვედრა თუ ის გასაიდუმლოებულია - აღნიშნა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, გაზპრომის წარმომადგენლებთან მომდევნო შეხვედრა უახლოეს მომავალში შეთანხმდება.
"ზამთარი მოდის, ჩვენ ხელშეკრულების გაფორმება უნდა მოვახერხოთ"- დასძინა მან.
http://newpost.ge/?l=G&id=89710-%E1%83%92%...%83%AB%E1%83%94