#46010780 · 22 Oct 2015, 09:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1989 წლის 9 აპრილის აქციით ქართველმა ერმა თავისი კუთვნილი სახელმწიფოებრიობრივი დამოკიდებლობის აღდგენა მოითხოვა. ეს საპროტესტო შიმშილობა 26 წლის წინათ ამ მოთხოვნით პირადად მე დაიწყე. მაშინ გორბაჩოვმა სიტყვა ბანზე აგვიგდო და როდიონოვის ჯარისკაცებმა ორნალესი სასანგრე ნიჩბებით მოშიმშილეთა მხარდამჭერი ის უდანაშაულო ქალები აჩეხა, რომლებსაც ჩვენთვის სასმელი წყალი და საბნები მოჰქონდათ. ეს იყო ქართველი ერის გენოციდი, რომლის ერთ-ერთი მთავარი აღმასრულებელი გორბაჩოვთან ერთად ჩვენი უღირსი თანამემამულე ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. ქართველი ერის ეს გენოციდი მას შემდეგ დღემდე მთელი ამ 26 წლის განმავლობაში არცერთი დღით არ შეწყვეტილა. ერს ყოველთვის სიტყვას ბანზე უგდებდნენ და ხალხის ყურადღება გადაჰქონდათ ხან პერესტროიკით მოცებულ 1991 წლის 9 აპრილის ფიქტიურ დამოუკიდებლობაზე, ხან მათ მიერ პროვოცირებულ ეთნიურ კონფლიქტებზე და სამოქალაქო ომებზე, თბილისობებზე იცეკვე მშიერო ლაზარეო და ა. შ. მოკლედ რომ იტყვიან ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო ასეა ჩვენი საქმე. საქართველოს ყველა მთავარი პრობლემა შეუსმენელი და გადაუწყვეტელი დარჩა. საბოლოოდ სადღეისოდ საქმე იქმდე მიივანეს რომ ქვეყანაში თავისუფლებისათვის ხმის ამომღები აღარცერთი პოლიტიკური ლიდერი და პარტია აღარ დატოვეს. ყველა ეროვნული ლიდერი რომ დახოცეს ან ქვეყნიდან გააძევეს, მერე უკვე ჟვანიებს და კინწმარიშვილებს დაერივნენ.
უკვე მეოთხე წელია, ქართველი ხალხის ყურადღება ნაცების და ოცების კინკლაობაზეა გადატანილი. ორივენი ერთად კი ქართველი ერის უკომპრომისო გენოციდს აგრძელებენ. ხალხი ამ 26 წლიანმა გვემამ იქამდე მიიყვანა, რომ ერის ნამდვილ გასაჭირზე ხმის ამომღებიც კი არავინ რჩება. ფორუმზეც იგივე ხდება. მუდმივი ღლინცაობა და სიტყვის ბანზე აგდება.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|