"დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში", - რეზოლუცია ამ სახელწოდებით ევროპის სახალხო პარტიამ მადრიდში გამართულ ყრილობაზე ერთხმად მიიღო. დოკუმენტის 5 პუქტიდან ორი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს შეეხება.
მასში ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით დაწყებულ კამპანიას საქართველოს მთავრობა უჭერს მხარს, ტელეარხის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები კი წინასასამართლო პატიმრობაში იმყოფებიან.
"ეს სახიფათოა ტელეარხისთვის, მედიის პლურალიზმისთვის გრძელვადიან პერიოდში კი ქართული დემოკრატიისთვის. დღეს სწორედ ამიტომ წამოვწიეთ კონგრესზე კონკრეტულად რუსთავი 2-ის საკითხი და დავაყენებთ მომავალ კვირას პარლამენტის სხდომაზეც. რადგან, ტელეარხის ხელში ჩაგდება სასამართლოს მანიპულირების გზით გაუგონარი რამაა და ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს. ეს იქნება უარყოფითი სიგნალი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ფონზე," - განმარტა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ.
http://rustavi2.com/ka/news/29678