#46019961 · 23 Oct 2015, 04:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამოწიეთ იმ დროინდელი თემები და ნახავთ,რომ ეს ყველაფერი უმეტესობამ ვიცოდით და აუცილებელი იყო კადრების ნახვა რომ დაგეჯერათ ამ ყველაფრის? ისაც იცით,რომ რუსთავიც და იმედიც ნაცებმა აახიეს თავის პარტონებს და დამატებით ბევრ ბიზნესმენს წაართვეს ბიზნესი და მასთან ერთად ცხოვრებაც. ძალიან ბევრი ხალხი გააუბედურეს ნაციონალებმა,მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის პატივცემულებო, რომ ეს ხელისუფლება არ სთხოვს ამ ყველაფერზე პასუხს დამნაშავეებს.ამან შეიძლება გამოიწვიოს პირადად შურისძიება დამნაშავეების მიმართ და არა მგონია ეს ქვეყნის სიმშვიდისთვის კარგი იყოს.
იბადება კითხვა და რატომ გაასაჯაროეს ეს ვიდეოები დღეს და არა 1,ან 2 წლის წინ და კიდევ რაღაცას გვიმზადებენ. რას? ჩემი აზრით ეს გაზპრომის შემოსვლის გადასაფარად უნდოდათ, მაგრამ ამისთვის ერთი ვიდეო საკმარისი იყო ალბათ. მეტს ვეღარ ვქაჩავ ამ მხრივ და თქვენ რას ფიქრობთ პატივცემულებო?
|