საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 144(1) წამება
1. წამება, ესე იგი პირისათვის, მისი ახლო ნათესავისათვის ან მასზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით
იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ...
მუხლის დისპოზიცია 100% შეესაბამება კონკრეტულ დანაშაულს, აქ ხომ სადავო არაფერია, კეთილი
გავაგრძელოთ
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ...
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ...
ზ) ...
თ) შეკვეთით;
ი) ...
იყო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით? იყო, იყო ორი ან მეტი პირის მიმართ? იყო, აქაც არაფერია სადავო
გავაგრძელეთ
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ...
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
იყო ორგანიზებული ჯგუფი, იყო რათქმაუნდა, ჯგუფის ხელმძღვანელით, გადანაწილებული ფუნქციებით, ვიღაც გეგმავდა და ორგანიზებას უკეთებდა, ვიღაც იღებდა კამერით, ვიღაც აბავდა, წინასწარ მომზადებული სამალავებით და ა.შ
ხომ არაფერია სადავო? არაფერი
ეხლა ვნახოთ სანქცია
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით
თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე 12-17.
ეხლა ვნახოთ რა შეეფარდათ
მეგისი ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, გავიდნენ ქვეყნიდან
პაატა ქირია, გურამ ჭითანავა, გიორგი ბულია - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა
თემურ უბირია - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა
ირაკლი ახალაია - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა
მარლეს ხვიტია და გოჩა შონია - გაუფორმდათ საპროცესო და თავისუფლები არიან
რუსლან შამახია - სამეგრელოს შს კუდ-ის ყოფილი უფროსი - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ
მე პირადად, ერთ რიგით მოქალაქეს, მაქვს განცდა, რომ ეს ხალხი საკმარისად მკაცრად არ დაისაჯა
და თუ ჰუმანურები ვართ, მაშინ ლითონის ქურდობაზე და მარიხუანას მოწევაზე ნუ ურახუნებთ ამხელა სანქციებს
This post has been edited by _GEORGIA_ on 23 Oct 2015, 11:42