“ვენაცვალე სლოვაკებს! მიგ-29-ები მიდგას გასასინებული…” – ბუკა პეტრიაშვილი
ალია ავტორი - ალია 13:23 01-26-2023
A A
154
ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:
#ArmUkraineNow #UkraineWinsIn2023
#RussiaTerroristState
აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი დილიდან მოგესალმებათ ცხელ ცხელი კარგი ამბებით:
გუშღამ, ტანკებზე გამწარებულებმა, შახიდი დრონები აფრინეს ურდოსებმა! შახიდები გახდნენ ტრახიდები – 24-დან 24-ვე შახიდი დამიწდა სამისდღემჩიოდ! მანამდე კიდევ 1 სუ-25 და 1 ორლან-10 დრონი გაანადგურეს ჩვენებმა!
გუშინ ზელენსკიმ რუსული ტელეარხის “ტნტ”-ს მეშვეობით მიმართა ბელგოროდის მოსახლეობას და უკრაინელებს ოკუპირებული ყირიმის და სევასტოპოლის ტერიტორიაზე! ეს კი იყო ჰაკერების საჩუქარი დაბადების დღეზე, მაგრამ მალე იქცევა ეგ რეალობად!
ფრონტის ხაზებიდან:
ზაპოროჟიეში ურდო მოჩვენებით ფხაკურს აგრძელებს, მაგრამ აღიარებს რომ ბრძოლებმა მიიღო პოზიციური ხასიათი და არტდუელებში გადაიზარდა!
აუფ, შეუტიეს ბიჭებმა უჰლედარს!

)))))))) საღამოსკენ ცხვირებ-ყურებ-ხელებ ჩამოყრილებმა ურდოსიკებმა აღიარეს, რომ აუუუ, უჰლედარი სიმაღლეზეა განლაგებული, იქ მაგარი არტილერია და გამაგრებები აქვთ უკრაინელებს და შემოგარენში შესვლაზეც კი საუბარი ნაადრევიაო! არა თქვენი ბაბუშკებისამ, მიგიშვებდნენ! ერთ სანტიმეტრზე სადღაც გაიჭრებიან და ატეხენ ყიჟინას, ჩვენები უჰლედარში არიან! მიიღებენ მერე დინგში და მოთქვამენ!
მე კი არ ვამარტივებ – უჰლედარი იბომბებოდა გუშინ მთელი დღე! არტილერია მუშაობს ურდოსი მთელი დატვირთვით და რეგულარული არმიის ნაწილები ყავთ გადმოსროლილი (ისევ საზღვაო ქვეითები წყნარი ოკეანის ფლოტიდან – გაწყვეტენ ეგენი იაკუტებს

))), მაგრამ უჰლედარის აღების შანსები ნოლის ფარგლებშია და ეს იციან ურდოსებმა! უბრალოდ, ბახმუტში ფარჩაკდებიან, თან იქ ვაგნერელები არიან და ურდოს გენშტაბს მოუნდა გაბრექვა! ჰოდა მიიღეს და კიდევ მიიღებენ ბრექენმახენს.
მარიინკაზე უკვე პირდაპირ აღიარებენ, 50%-ს უკრაინა აკონტროლებს, მეორეს- ჩვენო! არადა, რო გეკითხათ, შიგნით იყვნენ უკვე!
ავდეევკაზეც გვიტევენ და ერთბაშად ზევით-ქვევით 2 კრასნაჰოროვკას და 2 ბელოჰოროვკას უტევენ ეს ურჩხულისშვილები, მაგრამ ვერც წითელს იღებენ, ვერც თეთრს, ვერც პარასკოვიევკას ბოლდიში და სჭამენ ფეხებს და ბოლო ბოლო იღებენ შავ მიწას და ბილეთებს კობზის კონცერტზე! კლეშჩეევკაშიც ისევ ძალიან მაგარი ბრძოლებია! მოკლედ, ბახმუტს ასი წელი ვერ და ამიტომ ტრასა გადავკეტოთო. ჰოდა ბიშტი თქვენ – კონსტანტინოვკა-ბახმუტის ტრასა სრულად ჩვენების კონტროლის ქვეშ არის!
ე რა ვნახე კაცოუ, კრასნადარში ვაგნერელების სასაფლაო ბოლო თვეებში 7-ჯერ გაიზარდა! გავრცელებული ცნობებით, დაქირავებული 50 ათასი ზეკიდან 10 ათასი-ღა შერჩა კუხარკა პრიგოჟინს!
ახლა დესერტად ტანკებიიიი.
100-მდე ლეოპარდი ამოიქოქება სულ მალე, მათ შორის სხვათშორის არის დანიელებისგან ბოლო მოდიფიკაციის A7, ხოლო გერმანელებმა ბოლოს წინა მოდელები A6 გამოუშვეს 14 ცალი! მამკალით და გუშინ მთელი დღე ყურში შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონია ჩამესმოდა… და დაა და დამ დამ…
გოდ ბლეს ამერიკა – 31 აბრამსი მოდის და ძა ჯომ დაამატა, ეგენი განსაკუთრებული ტანკებია და სათადარიგო ნაწილებს და “მე-16 პროფილაქტიკასაც” გამოგიგზავნითო… ✊