The13thFloorმეცინება უკვე

)))
7 მილიონი?: ოლიმპიური სკანდალი გრძელდება - რატომ ვერ ისტუმრებს ახვლედიანი ვალებს?
2015-09-10 23:51:25 · ამობეჭდვა
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტს ამ დროისთვის, დახურვის ცერემონიალში მონაწილეებისთვის, რეჟისორებისთვის, ტექნიკური პერსონალისთვის და პროდიუსერებისთვის თანხა არ გადაურიცხავთ. ჩვენი ინფორმაციით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, კომიტეტს, რომელსაც ალექსი ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, დაახლოებით 7 მილიონიანი დავალიანება აქვს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოლიმპიადის ბიუჯეტი რამდენჯელმე დაიზრადა. ის, რომ კომიტეტს დახურვის ცერემონიალში მონაწილეების ვალი აქვს, ამას "პირველ რადიოსთან" საუბარში რეჟისორი ბასა ფოცხიშვილიც ადასტურებს:
"ძალიან ვწუხვარ ამის გამო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია. ველაპარაკე უკვე და გადაიხდიან. ვესაუბრე ორგანიზატორებს, თუმცა ბატონ ალექსისთან არ მქონია საუბარი. ისინიც შეწუხებულები არიან და მგონი აღარ ღირს ამაზე საუბარი, დაახლოებით 10 დღეში ყველას ექნება უკვე ანგარიშზე თანხა. ძალიან ვწუხვარ რომ ასეთი რაღაც მოხდა იმიტომ, რომ ხალხმა იმუშავა და მერიდება. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად არაფერ შუაში არ ვარ, მორალურად ძალიან ვწუხვარ. მაგრამ ყველასთან ხელშეკრულებაა და ყველა აიღებს, უბრალოდ დაგვიანდა, მიზეზებზე და მასეთ დეტალებზე მე არაფრით არ ვილაპარაკებ, ასეთ რაღაცეებზე მე არასოდეს არ ვლაპარაკობ. ჩემი პასუხი არის ის, რომ ძალიან ვწუხვარ თანამშრომლებთან, რომლებმაც 40 გრადუსიან სიცხეში იმუშავეს და არაჩვეულებრივად შესარულეს თავიანთი მოვალეობა. ბევრია ასეთი ადამიანი, ჩემთან დახურვაზე ვიონც იყო არავის არ აუღია, ზუსთი ციფრი რომ გითხრათ შეიძლება შემეშალოს, შეიძლება იყოს 180 ან 160," - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა.
რა გახდა დავალიაების დაგროვების მიზეზი უცნობია. თუმცა ჯერ კიდევ ოლიმპიადის დახურვამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საორგანიზაციო კომიტეტს თანხები არასწორად ჰქონდა დახარჯული და ტენდერებიც კანონდარღვევით ჩატარდა, რაც შესაძლოა ალექსი ახვლედიანის პროკურატურაში დაბარების და პასუხისგებაში მიცემის მიზეზი გამხდარიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსი ახვლედიანის და ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრია დაინტერესებული.