#46031895 · 24 Oct 2015, 17:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აფეთქდი და მიეცი ცეცხლს ყველაფრის დაწვის საშუალება. ისინი მაინც არ გეკუთვნიან შენ. ის მხოლოდ ნაგავია, რომელიც მოისროლეს და შენ მოგხვდა. სუსტი ხარ და არაფერი არ გამოვია, ყოველთვის ზარმაცი და არაფრის მაქნისი იყავი. შენხელა, რომ ვიყავი უკვე ჯომოლუნგმაზე ავდიოდი, მიჭირდა ღმერთმა იცის როგორ ვწვალობდი, მაგრამ მაინც ავედი ახლა ვიყურები ზემოდან და ჟანგბადი არ მყოფნის. ვიხრჩობი! მიშველეთ ვინმემ, არის აქ ვინმე!? მე ხომ წარმატებული ვარ? მე ხომ "ღმერთი" ვარ? რაში სჭირდება ღმერთს ჰაერი? ღმერთი იხრჩობა უშველეთ მას! არა, ისინი აქ ვერ ამოვლენ მე კი ქვემოთ ჩასვლას არ ვაპირებ. მეფე ვარ და ოქროს გვირგვინი მადგას თავზე, მაგრამ მაინც ვიხრჩობი და მცივა. ყოველთვის ვიცოდი რა მსურდა, მაგრამ "ყოველთვის" გაქრა და დავრჩი მხოლოდ მე. მარტო ვარ და არავინ მიყურებს, არავინ მიკრავს ტაშს, არც არავინ მლანძღავს ჰოი, როგორ მომენატრა კრიტიკა. კრიტიკოსების ბოღმით გაჟღენთილი ხმა ახლა მშვენიერი ქალის ნაზ ხმად მომეჩენებოდა. მთელი ცხოვრება შევალიე კარიერას და ვუსმენდი მათ ვისი მოსმენაც დამღუპველია: მასწავლებლებს,ლექტორებს,მეზობლებს,"მეგობრებს" ისინი იტანჯებიან და ამ ტკივილს ჩვენშიც ნერგავენ. ჩვენში სურნელოვან და მშვენიერ ყვავილს აჭკნობენ ჩვენ კი მათ ამისთვის მადლობას ვუხდით. არ გვჭირდება არავინ ჩვენ ყველაფერი გვაქვს. ნუ ეძებთ სიყვარულს გარეთ ის თქვენშია!
--------------------
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic I don't need help, I need options
|