
25 ოქტომბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება 2015 წლის სარბოლო სეზონის უკანასკნელი ეტაპი წრიულ რბოლებში, ე.წ "Rustavi International Challange".
გთავაზობთ განრიგს:
• 14:00 - შეჯიბრის გახსნის ოფიციალური ცერემონია
• 14:30 - Touring (Honda/BMW)
• 15:20 - Formula Alfa
• 16:05 - Legends
• 16:30 - პრიზების გათამაშება
BMW Compact Cup-ის გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“ და „შელის“ საავტომობილო ზეთები, რომელმაც საპრიზო ფონდი დააწესა საუკეთესო პილოტებისთვის ამ კლასში.
სიახლე - ტურინგ კლასის ფარგლებში, ჰონდისა და ბეემვეს მარკის სარბოლო ავტომობილები ერთად ივლიან. ასევე 19 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, დღეში ორჯერ (16:00 და 21:00 საათებზე) ავტოდრომის ფეისბუკ გვერდზე გათამაშდება ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები.
ღონისძიების ბმული ვებ-საიტზე:
http://bit.ly/1RIaFJ8ღონისძიების ბმული ფეისბუკზე:
http://on.fb.me/1NHqyRMბილეთის ფასი: 5 ლარი
ერთად გავაცილოთ 2015 წლის სარბოლო სეზონი და გავიგოთ საქართველოს ჩემპიონის ვინაობა

* * *
!!! მედიის აუცილებელი საკითხავი !!!
წრიული რბოლების სეზონის დახურვაზე (25 ოქრომბერს) მედიის აკრედიტაცია მოხდება პირველ ფოტოზე აღნიშნულ შემოსასვლელში (ე.წ "შლაგბაუმებთან").
აკრედიტაციის გავლის შემდეგ (მიუთითებთ სახელს და გვარს, მედიის ტიპს, ორგანიზაციას, საიტს, ბლოგს და სხვა) გადმოგეცემათ "ბეიჯები" და უსაფრთხოების ჟილეტები. შეჯიბრის დასრულებისთანავე უსაფრთხოების ჟილეტებს დააბრუნებთ იმავე ადგილას.
პ.ს სეზონის გახსნაზე აკრედიტირებულ მედიას - ვისაც გაგაჩნიათ მეორე ფოტოზე მოცემული "ბეიჯი", აღარ მოგიწევთ აკრედიტაციის ხელახლა გავლა, მთავარია თან იქონიოთ აღნიშნული "ბეიჯი", ადგილზე აიღოთ უსაფრთხოების ჟილეტი და სარბოლო მონაკვეთის ნებისმიერ უსაფრთხო ზონაში უპრობლემოდ შეძლებთ გადაადგილებას, აკრედიტაციის გარეშე!

This post has been edited by RustaviMotorpark on 14 Oct 2015, 21:53