წვალებაა ხინკლის ჭამა,
გინდა ჩანგლით, გინდა ხელით,
მოიმარჯვეთ ხინკალმჭერი -
ნეტარება მაშინ გელით!
ხინკლის ხელით ჭამის ხანა,
ხინკალმჭერმა გააქანა,
გააქანა ჩანგლიანად,
ბნელ წარსულში ჩააქანა!
ხინკალმჭერი ეპოქის ნიშანია,
წყალნი წავლენ, დარჩება ქვიშანია!
თუ არა გაქვს ხინკალმჭერი,
მასპინძელო, ჩაიჭერი!
ცხოვრებას რომ არ ჩამორჩეთ,
ხინკალმჭერი არ გამოგრჩეთ!
ხინკალმჭერით თუ უხინკალმჭეროდ?
რაღა თქმა უნდა - ხინკალმჭერითა!
უხინკალმჭერო, ცეტი ხინკალით,
ცოტა გავწვალდით არდამჯერითა?
და რასაც ვამბობ, თუა სიცრუე,
ყურებზე ხახვი დამაჭერითა!
ხინკალს უნდა ხინკალმჭერი,
მაშინ არის ის დამჯერი !
საუკუნის მიღწევაა ნამდვილი,
ხინკალმჭერით ხინკლის ჭამა ადვილი !
ცივილიზაცია
მივიდა ხინკლამდეც,
ხინკალმჭერს მიიტანს,
ბორჩალოს ხიდამდეც !
მიმაგრებული სურათი