1. მაგალითად, სამინისტროში დოკუმენტაციების გაგზავნის დროს არსებობს რაღაც პროტოკოლები, რომელიც უნდა დავიცვათ. იმ დროს იყო ირაკლი სამყურაშვილი, ასეთი პიროვნება, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ხელს აწერდა ფედერაციის განაცხადებებს ხელს. ჩემთან უთქვამს, - სამყურაშვილი დაეტიოს თავის ადგილას, მაგაზე ისეთი კომპრომატები მაქვს, თუ გინდა, გაჩვენებო...
2. მაგალითისთვის, ჩემმა პირველმა მწვრთნელმა, რომელიც 70 წელს არის გადაცილებული და მიიღო მონაწილეობა ღონისძიებებში, დამირეკა და მითხრა, თუ კიდევ მივიღებ მონაწილეობას შენს ღონისძიებებში, ახვლედიანი დამემუქრა, რომ ხელფასს მომიხსნიდაო. ძალიან ბევრი ადამიანი თავს არიდებდა ჩემთან ურთიერთობას, რადგან სჯიდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
3. ერთხელ მქონდა საუბარი, რომ მოგვეწვია საერთაშორისო დონის სპორტსმენი, გაგვეცნო ჩვენი მდგომარეობა და ა.შ. მაგალითად სერგეი ბუბკა, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია, მოგვეწვია, რადგანაც ძალიან სახელოვანი პიროვნებაა მძლეოსნობის პროპაგანდისთვის. აგდებულად მიპასუხა - ბუბკას როცა მინდა, მაშინ ჩამოვიყვანო. მე ვკითხე, თუ იცნობდა პიროვნულად. მიპასუხა, არ ვიცნობ, მაგრამ მასზე ისეთი ჩანაწერები მაქვს, როგორ აქვს მამაკაცთან ურთიერთობაო.
4. რამდენიმე მძლეოსანი მოვიდა ჩემთან ტირილით, გვიკრძალავს განაცხადის შემოტანას, გვემუქრება ხელფასების მოხსნით, შეჯიბრებებზე არგაშვებითო.
ამ თემაზე რამდენჯერმე ვესაუბრე ლევან ყიფიანს, სპორტის ყოფილ მინისტრს. თავიდანვე ბატონი ლევანი აგრესიულად იყო მის მიმართ განწყობილი, როგორც შემდეგ გავიგე, პიროვნული შეხვედრა ჰქონდათ და ამის შემდეგ, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ბატონი ლევანი შეიცვალა. მითხრეს, ახვლედიანს ძალიან მაგარი „კრიშა" ჰყავსო და შესაძლოა სწორედ ეს იყო მიზეზი.
5. მოიყვანა ვარძელაშვილის ქვისლი, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტითა და შედეგებით.
ჩვენი პირველი შეხლა-შემოხლა დაიწყო იმით, რომ ფედერაციის ფულით 25-ათასდოლარიანი მანქანა უყიდა ვარძელაშვილის ქვისლს. ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია ჩემში. ძალიან ეკონომიურად ვხარჯავდით თანხებს, ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა.
6. გვქონდა მიზერული დაფინანსება და ეს იყო 80 000 ლარი წელიწადში. როგორც კი ახვლედიანი მოვიდა, გაიზარდა დაფინანსება. დაფინანსება ავიდა 800 000-მდე.
7. ეს ადამიანი იყო ჩემთვის სრულიად გამოუცნობი. მას შეეძლო, წიხლი ეკრა და შესულიყო მერიაში მერის კაბინეტში, რაღაცნაირად იკვლევდა გზას, სადაც არ უნდა შეეღწია. ეს არის 2010 წლის ამბები და როდესაც შეიცვალა მთავრობა, მეგონა, ეს ადამიანი „მოჯდებოდა" თავის ადგილას, მაგრამ როგორც კი გააგრძელა წინსვლა, მივხვდი, რომ ამ კომპრომატებით შეუძლია მიაღწიოს სასურველ შედეგებს.
7. ახალგაზრდული ოლიმპიადის ფონდიდან გაქრა 7 მილიონი, - დღემდე გადაუხდელია შესრულებული სამუშაოები და ყველა ტენდერი საეჭვოა
***
ლაპარაკია გვარამიას და ვარძელაშვილის მეგობარზე - ახვლედიანზე და მსგავსი მაგალითები კიდევ ბევრია...
აქ ყველაზე მნიშვნელოვანია კომპრომატების თემა - საეჭვოდ ემთხვევა ახვლედიანის ჰობი გვარამიას განცხადებას, შემდეგ კი უარი...
გვარამიას პანიკა რომ დადგმულია დიპლომატებისთვის, ეს ორჯერ ორია, მაგრამ ახვლედიანის როლია აქ საინტერესო,
რა ვერსიები გაქვთ?
ეს ინტერვიუ, ცნობილ მძლეოსან ქალბატონს ეკუთვნის და ძალიან სანდოა - მაია აზარაშვილი
http://www.reportiori.ge/?menuid=68&id=792...tvNn9o.facebook