ამ თემაში გაუზიაროთ ერთმანეთს საკუტარი გამოცდილებები,შევადაროთ ,და ვისწავლოთ ხარისხიანი ონკანის არჩევა,
1)სამზარეულოს ონკანი 2 კატრიჯიანი::::
ჩემი გამოცდილებიდან მინდა რამოდენიმე რჩევა დავწერო: ონკანის ხარისხზე მეტყველებს მისი წონა,რაც მძიმეა უკეთესია,ანუ სქელი კედლები აქ.,თუმცა ყურადღებაა მისაქცევი რადგან ხშირად სიმძიმეს არა კედლები წარმოქმნის არამედ კარტრიჯის სახელური,( მოსაშვებ დასაკეთი რაცაა ) რაც წარმოქმნის ილუზიას რომ რახან მძიმეა ხარისხიანია კრანი,თუმცა მაშინ გვატყუებენ.ასევე ხშირია ონკანის ქვედა ძირი შეღებილი ოქროსფრად რაც ილუზიას ქმნის ვითომდა ლატუნია..
ყიდვისას გაითვალისწინეთ: თუ გინდათ რომ დიდიხანი გემსახუროს ონკანმა: საშუალო ხარისხის მაინც უნდა იყიდო მაგ: 50 ლ.იწყება საშვალო დონის ონკანი,.ონკანის გული უნდა იყოს მთლიანი ბრუნით და არა ნახევარ ბრუნზე,რომელიც თხელი მეტალითაა აწყობილი და + შიგ კერამიკის ფირფიტებია,რასაც მცირე წყალს მოყოლილი ხრეში ჩხაპნის და წყალს აპარებს,,მაინც მთლიანი ბრუნით ჯობია ,,თუ რამე რეზინები იცვლება რომელიც 20 თეთრია,,ნახევარ ბრუნიანი კარტრიჯი კი 3.00 ლარია..
2) სამზარეოულოს ონკანი 1 კატრიჯიანი::
სამზარეულოსთვის ეს ონკანი დიზაინით ლამაზია თუმცა თუ იაფ ფასიანი გაზის ან დენის კალონკა გაქვთ ეს ონკანი არაა მიზანშეწონილი რადგან რადგანაც ეს ერთ კატრიჯიანია წყლის შეზავების დროს ავტომატურად თიშავს ცხელ წყალს რაც არაკომფორტულია..
3) სააბაზანოს ონკანი---
ყველაზე მეტად უფრო მოთხოვნადი ონკანი ამ სფეროშია..აქაც იგივე ვარიანტია,ხარიხსი ფასით და დიზაინით არ შესაფასოთ: მასზე მისი წონა მეტყველებს,,დუშში გამშვები ონკანი არასდროს იყიდოთ გამოსაწევი სახელურით,ეს ფაქტიურად ტყუილად ფულის ყრაა,,იყიდეთ ჩვეულებრივი კარტრიჯიანი წყლის შემრევი რომელსაც ეცვლება გული,ასევე დუშის შლანგი უმჯობესია 15 ლარზე მეტი გადაიხადო და იყოს სილიკონის შლანგი( შიდა შლანგი)..ხშირად არის ონკანის ცხვირის და წყლის შემრევის გადაბმიდან წყალს უშვებს ხოლმე,ამას მარტივად მოაგვარებთ, (ეგრ.წ შესტიგრანით) გადაუჭერთ და მოგვარდება ეს პრობლემაც,,ზოგს გონია რახან გასდის გაფუჭდა,არადა მოძრაობაში მოეშვა და შიგნიდან მოსაჭერია...დუშის ზომა უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით თუ რა წნევით მოდის ცხელი წყალი..თუ კაი ნაპორია შესაბამისად დიდი ზომის დუში უნდა შეიძინოთ,უმჯობესია მექანიზმის გარეშე,რადგან მექანიზმიანი არ იწმინდა ზოგიერთი,დაშლა და გაწმენდა ყველაზე უმთავრესია თუ გინდა რომ წლობით გამოიყენო დუში,ცხელ წყალს ნადები მოყვება რომელიც წვრილ ხვრეტებში იჭედება.
ერთი დაიმახოვრეთ,,ჩვენს ქვეყანაში არის 75% ჩინური ონკანი 25% თურქული.ირანი,დუბაი და სხვა ონკანები
უფრო ხარისხით გამართლებულია თურქულები>>>>არასდროს დაგავიწყდეს რომ თურქული ონკანი მხოლოდ ესეთებია( იხილე სურათი)

ანუ ცხვირი არ ეხსნება ,მთლიანი ჩამოსხმაა..=ხარისხიან ონკანს გამოყენებისას წყლის ხმა არ უნდა ქონდეს.
ჩინური ინკანი რაკოინის დიაბლოს ფირმის საშ.ფასი არის 17 ლარი
ანალოგი თურქული ონკანის ფასია საშ 40 ლარი
ონკანის შეზენისას აუცილებად ცალკე იყიდეთ მისი შლანგები( კობრა შლანგი)ესე ეძახიან

რაც მოყვება მასზე დაიმედება სარისკოა,,შეიძინეთ ჩვეულებრივი რეზინის შლანგი რომელზეც მეტალის სეტკაა გადაცმული..საშ ფასი ნორმალურის არის 40 სმ წყვილი 7.00 ლარი 60 სმ 9.00 ლარი----არ იყიდოთ მეტალის პრუჟინა შლანგი,იგი უხეშია და ერთი არასწორი მანევრი რა იხევა,,,,
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამ თემაში ვიჭორაოთ ესეთ წვრილმანებზე...ბიდიშით გრამატიკულად თუ რამე ვერ დავალაგე,

კ