http://www.postalioni.com/2015/10/%E1%83%9...83%9C%E1%83%98/ნიკა რურუა: ოცნების აგონიის მწვავე ფაზა დაიწყო!
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელწმიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად.
სავარაუდოდ საუბარია უკრაინული ვებგვერდის wikileaks.center-ის მიერ გავრცელებულ სააკაშვილის და ბოკერიას საუბარზე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შემუშავებას ეხებოდა. როგორ განვითარდება მოვლენები და მოყვება თუ არა ამ ყველაფერს ბოკერიას დაკავება?
მივა თუ არა გამოძიება ბოლომდე და ამჯერადაც, საბურავებზე დაწყებული გამოძიების შედეგებით ხომ არ დასრულდება ყველაფერი?
„სრული ბოდვაა ეს „ინფორმაცია”, რომელიც სავარაუდოდ რუსულმა სპეცსამსახურებმა შეთხზა, ან „ოცნების” ყველაზე დაპანიკებულმა ნაწილმა.
თუ ამ დეზინფორმაციაზე ასეთი არაჯანსაღი რეაქცია აქვს ხელისუფლებას, ვიმეორებ, თუ ის მისივე შეთხზული არაა, მაშინ ხელისუფლება ძალიან პანიკურ მდგომარეობაშია და პოლიტიკურ სუიციდს იტარებს ახალი პოლიტიკური პატიმრების შექმნით, რაც მათ საბოლოოდ ჩამოხდის ნიღაბს და დააჩქარებს მათ წასვლას ხელისუფლებიდან.
ამგვარი პანიკური ნაბიჯები კიდევ უფრო დიდ აგრესიას გამოიწვევს ხალხში მათ მიმართ. ასევე მთელი თავისუფალი სამყაროს რისხვას დაიტეხავენ თავს.
ვნახოთ, ეს მალე გამოჩნდება. „ოცნების” აგონიის მწვავე ფაზა დაიწყო“ - განუცხადა „ფოსტალიონს“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას” წარმომადგენელმა ნიკა რურუამ.
-------------------
ჩემი კაი ნიკალაი, ვიღაც ვასიამ რაღაც ბოდვა ატვირთა თავის ვებსაიტზე და საქართველოს მთავრობამ ისეთი პანიკა მოატოვა რომ სამოქალაქო ომი იწყება