აბა სად ხართ ჩემო სამართლიანებო და ობიექტურებო?
როგორ კიოდით ხოლმე ხელისუფლება საჯარო მოსამსახურეებს ყვითელი ავტობუსებით დაარბენინებსო მიშასთან შესახვედრათო.
ხოდა ეხლა გამოდით, აბა გისმენთ!
ღარიბაშვილთან შესახვედრად ფოთის მერიიდან მარტვილში ავტობუსებით გაემგზავრნენ [Video]
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად ფოთის მერიის თანამშრომლები მუნიციპალური ტრანსპორტით გაემგზავრნენ, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უარყოფენ.
დღეს დილიდან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყვითელი ავტობუსები მერიის სხვადასხვა სამსახურის წინ იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები, რომლებიც თანამშრომელთა ტრანსპორტებში გადანაწილებას უზრუნველყოფდნენ. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, გოდერძი შონია მუნიციპალური ავტობუსებისა და კერძო სამარშუტო ტაქსის მძღოლებს ფულს ურიგებდა. რა საჭიროებისთვის და რა ფულს არიგებდა ის, რომელი სამსახურის ბიუჯეტიდან და რამდენი გამოიყო პრემიერთან შესახვედრად მერიის თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის, ამაზე შონიამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ პრემიერთან შესახვედრად არ მიდიოდნენ.
მარტვილში, პრემიერთან შეხვედრაზე წასვლა უარყო სამარშუტო ტაქსის მძღოლმაც.
„არ ვიცი სად მივდივარ... მარტვილში, სადღაც ჩანჩქერზე ექსკურსიაზე მიმყავს ხალხი", - უთხრა მან „ლაივპრესს“.
ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განმარტებით, პრემიერთან შესახვედრად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ ხდება.
„მუნიციპალიტეტში მომუშავე ადამიანები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ვერავინ ვერ დააძალებს ვერავის სადმე წასვლას. ამის გარანტია არის ხელისუფლება. გადაჭარბებულია, რომ ისინი გაემგზავრნენ ყვითელი ავტობუსებით", - განაცხადა „ლაივპრესსთან" საუბარში ფოთის მერმა.
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიამ კი საერთოდ უარყო მარტვილში წასვლა.
„შაბათი დღეა და მე აქ, მერთან ერთად გამოვედი, რომ ვისაუბროთ ხვალინდელ, ზეგინდელ დღესთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენი პროგრამა და გეგმა გვაქვს“, - გვითხრა მან.
ფოთიდან მარტვილში, პრემიერთან შესახვედრად დაახლოებით სამასამდე საჯარო მოხელე და „ქართული ოცნების" აქტივისტი გაემგზავრა.
ფოთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანა კილასონიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მარტვილში სიტყვით გამოსვლის ფოტო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" საკუთარ კედელზე გამოაქვეყნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მარტვილს ესტუმრა და მარტვილელ ამომრჩეველს შუალედურ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარუდგინა. შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
http://www.livepress.ge/ka/site/news/12753/
რკინის კარს უკან გამოკეტილებს სოსო გვიტყნავდა ყველას კეთილებს...
Божий შვილი ვიყო!
მხოლოდ სომხებს არ ვევასებით, დანარჩენებს ყველას ყ---ე ვკიდივართ!
ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში@ბატონიბიძინი
Rejoice O young man
in thy youth...
თы ыრ მыგვыწыნыბы , გыდыვыრჩыვთ.
ყლეებო თქვენა.