ვატარებ კვლევას შესაძლებელი ბიზნესის წამოწყების შესახებ კანადაში (ვიმყოფები კანადაში). სპეციფიუურად ვფიქრობ ქართული პროდუქციის იმპორტიერებას და ამ საქონლის ლოკალურ მცირე მოვაჭრეებზე მიყიდვას. ვარ წინასწარი კვლევის სტადიაში. სავარაუდოდ მინდა მომდევნო პროდუქციის კატეგორიების იმპორტირება: უალკოჰოლო სასმელები, საწებლები, მურაბები/კამპოტები, მწნილები, ტკბილეულობები, და ხორბლის ნაწარმოებები. სამწუხაროდ საქართველოსთან დიდი ხანია არ მქონია კავშირი და საერთოდ არ ვიცი ქართული მარკები (ბორჯომის და ყაზბეგის გარდა).
მადლობელი ვიქნები თუ ვინმე მომწერს ცნობილ და მსხვილ ქართულ მწარმოებლებს და მარკებს...