ნოემბრის შუა რიცხვებში ირანში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი იგეგმება. ვიზიტისას ირანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების საკითხსაც განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე მიაწოდა.
„ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. თქვენ იცით, რომ დღეისთვის ამ ქვეყანასთან არის განსხვავებული მიდგომები. ის რესურსი, რომელიც ირანს გააჩნია, უნდა გამოვიყენოთ. უახლოეს მომავალში, ნოემბრის შუა რიცხვებში, ვგეგმავთ ირანში ჩასვლას, სადაც გვექნება მოლაპარაკებები. მაშინ გამოჩნდება რამდენად შესაძლებელია ბუნებრივი აირის წამოღება,“ – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხებოდა.
გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ თავად არის ჩართული ირანული გაზის საქართველოში შემოტანაზე.
„არაფერი ახალი არ ხდება, ეს მილი გადის დიდი ხანია ჩვენს ტერიტორიაზე, დიდი ხანია სომხეთს მიეწოდება გაზი ამ მილის გავლით და ჩვენს ამაში ვიღებთ გარკვეულ გადასახადს. ის რომ შეიძლება ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ჩვენს ბიზნესმენებს მივცეთ უფლება იმის, რომ გაზი იყიდონ, სადაც მოესურვებათ და ბაზარი იყოს თავისუფალი, ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება დღეს და საქართველომ რომ რუსული გაზი იყიდოს დღეს ამაში კრიმინალი არაფერია. ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევის საშუალება. ჩვენ ვცდილობთ და მე აქტიური ვარ ამ მიმართულებითაც, რომ ირანული გაზი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში,“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი
http://commersant.ge/?m=5&news_id=28474&cat_id=5გაზპრომი მაინც გამოურია
This post has been edited by Didgori_3 on 28 Oct 2015, 17:32