#46056116 · 27 Oct 2015, 11:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
საცობების პრობლემა ყველას აწუხებს და მეც ერთი მარტივი და უკვე არსებული ტექნოლოგიის გამოყენების იდეა მაქვს. ბევრმა იცის რა თქმა უნდა, რომ ბევრ ჯიპიეს მოწყობილობას, ასევე ტელეფონში არსებულ პროგრამებსაც აქვთ შესაძლებლობა გვაჩვენონ თუ ქალაქის რომელ ქუჩაზე როგორი მოძრაობაა. ეს მიიღწევა იმით, რომ სისტემა თვითონ მძღოლებისგან იღებს ინფორმაციას. ეს ხდება დაახლოებით ასე, წარმოვიდგინოთ, რომ ბევრი მძღოლს ჩართული აქვს ჯიპიესი თავიანთ ტელეფონებში, სისტემა იღებს ინფორმაციას და გამოთვლის თუ რა სიჩქარით გადაადგილდება ესა თუ ის მოწყობილობა და შემდეგ ამის მიხედვით გამოთვლის თუ რომელ ქუჩაზე როგორი მოძრაობაა. მოკლედ ალბათ პრინციპი გასაგებია და ბევრმაც იცის. გუგლსაც აქვს ეს მშვენიერი ფუნქცია. მოკლედ, იმისთვის, რომ ცოტა შევიმსუბუქოთ მდგომარეობა, იქნებ ჩვენც, თუნდაც თავიდან მხოლოდ ფორუმელებმა რომ დავიწყოთ რომელიმე ერთი პროგრამის გამოყენება და რაღაც სურათი შეიქმნება ალბათ. მგონი სმარტფონის პრობლემა არ დგას საქართველოში, მით უმეტეს თბილისში და უმრავლესობას ექნება ჯიპიესი, ალბათ მობილური ინტერნეტიც საჭიროა მონაცემების გასაცვლელად, რომელიც ძალიან მცირე ტრაფიკს გამოიყენებს.
მოკლედ, რას ფიქრობთ, რამდენად რეალურად წარმოგიდგენიათ ჩვენთან ამის გაკეთება და მოკლედ შენიშვნება და განვავრცოთ თემა.
--------------------
Deutschland, Deutschland über alles
პუნტიგამერებს რა გამოლევს....
|