თუ ვერ ხედავ შეჩემა აბა რა საქმეები აღძერით და ერთ ამბავშია სუსი ჰა? რა შეთქმულებები, შენ ვერ ხედავ ბიძინა ხედავს ე, ტოჟე მნე ჩლენ პარტიი. იქნებ გააგებინო ღარიბასაც რომ ვერ ხედავ თვარა ის ხედავს ხომ ხედავ ?
http://www.interpressnews.ge/ge/politika/3...-miichnevs.htmlდავით უსუფაშვილი პრეზიდენტთან გუშინდელ შეხვედრას საგანგებოდ და განსაკუთრებულად არ მიიჩნევს
10:25 27-10-2015
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტთან გუშინდელ შეხვედრას საგანგებოდ და განსაკუთრებულად არ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გუშინდელ შეხვედრაში რაიმე განსაკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, გუშინ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, გუშინ და გუშინწინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხვალ და ზეგ ალბათ ისევ შეხვდება პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს.
"ჯერ ასეთი სამსახური მაქვს, რომ ვხდები ხოლმე ასეთ კოლეგებს. ამიტომ გუშინდელ შეხვედრაში რაიმე განსკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა. ჩვენ ხშირად ვხდებით და კვლავაც შევხდებით", - განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მაშინვე განაცხადა, პრეზიდენტსაც მოახსენა და ახლაც იმეორებს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობას ვერ ხედავს.
"ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეებს. ვხედავ ცალკეულ კონკრეტულ პრობლემებს, საჭიროა პრობლემებთან გამკლავება, რომ ზოგადად და მომავალშიც ოდესმე თეორიული საფრთხეც კი ავიცილოთ თავიდან. ამიტომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ გულმოდგინედ და თუ რაიმე მოსაზრება გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ", - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ისურვებდა, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა საჯარო მოხელემ, ყველა ადამიანმა, ვინც მედიის მეშვეობით საზოგადოებასთან კომუნიკაციაშია, ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას, სამოქალაქო თანხმობას, დაძაბულობის მოხსნას და არა პირიქით, რაიმეს ესკალაციას.
"ჩვენ იმიტომ ვართ არჩეულები თუ დანიშნულები, რომ ეს გავაკეთოთ, თორემ აღშფოთება ადამიანებს შეუძლიათ სახლში, სამზარეულოშიც, არ სჭირდება ამას რაიმე დიდი მონდომება. ჩვენი ამოცანაა შერიგება, თანხმობა, პრობლემების მოგვარება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს როგორმე გადავიყვანოთ არგუმენტების კონკურენციის და არა - პიროვნული მტრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა და პრეზიდენტთანაც ამაზე გვქონდა საუბარი", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.