#61923688 · 21 Feb 2025, 23:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშობაში, თუ არ ვცდები “საბა”-ზე, დედაჩემმა იპოვა უფასო ელექტრონული წიგნები და ყველა ჩამიწერა. ყველა წავიკითხე, მაგრამ ერთი შემიყვარდა. ავტორის ფსევდონიმი იყო ჯორჯ ფარადეი, წიგნს ერქვა “მეთორმეტე”. სრული სისულელე იყო, ახლაც კი მაქვს და წავიკითხე, მაგრამ ბავშვობაში საოცრად მიყვარდა, რაღაცნაირად ახლაც მიყვარს. მე და ჩემმა დამ დავიფიცეთ, რომ ავტორს ვიპოვიდით და მადლობას მაინც გადავუხდიდით მოგონებებისთვის, მაგრამ ონლაინ არსად აღარ იძებნება ეს წიგნი. ყველაფერი გამოვქექე, არსად არაა, არავინ იცის. უკვე ვფიქრობ, რომ გავგიჟდი და მომელანდა ეს წიგნი. ძალიან გთხოვთ, ვინმეს თუ რამე გსმენიათ, მითხარით, იმიტომ, რომ გამომძიებელს მივმართავ, აქაც თუ ვერ გავარკვიე. ყოველდღე ამაზე ვფიქრობ, მართლა ძალიან მინდა პოვნა და ძალიან მაინტერესებს, ვინაა ჯორჯ ფარადეი !
|