#46059663 · 27 Oct 2015, 17:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დამიკარით ტაში მე ხომ ახლახან ვიყავი ჯარში? დამიკარით ტაში ჟრუანტელი გივლით ტანში აღარ იცით რა დამარქვათ ეშმაკი ვარ თუ ღმერთი ვერ გაიგეთ და აი ისევ გეტყვით, რომ მე ვარ ხელოვანი, ხელოვანი, რომელმაც ცრემლებით შექმნა შედევრი. შესცქერით ჩემ შედევრს. ვერ წვდებით არსს და მაინც ასწავლით შვილებს, რომ სიკეთეზე და სიმართლეზეა. მე კი ძლიერ ნაფაზს ამოვარტყავ და დაგაფურთხებთ მერე შემოხვალთ ამ დამპალ კარებში და შეამჩნევთ თუ როგორ ვღრიალებ ტრუსის ამარა. გაგიგიღემბთ და გეტყვით: დაბრძანდით თქვენ კი თქვენს გასიებულ ტაკოებს რბილად მოათავსებთ ჩემ მტვრიან სკამებზე და ჩაის მოსვამთ. ვღრიალებ და ვამტვრევ ყველაფერს. ანარქიაა ჩემში და ჩემ სახლშიც თქვენ კი თვალებსაც აღარ ახამხამებთ. ვაღებ უჯრას და პრეზერვატივების და წიგნების უკან პისტოლეტს ვეძებ ვიღებ და შიგ შუბლში გესვრით თქვენ კი არ კვდებით. სასმელს ვაბრალებ და მეორე ტყვიასაც გესვრით. თქვენ კი მაინც აქ ხართ. ტყვიები აღარ მაქვს. გავრბივარ სამზარეულოში და დანებს გესვრით. არ კვდებით და არ მანებებთ თავს! ბოლოს კი ქანცგაწყვეტილი კედელთან ვჯდები და დანით ყელს ვიჭრი და აი თქვენც მიდიხართ.
--------------------
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic I don't need help, I need options
|