https://www.youtube.com/watch?v=A7v6zHKQ3bcმე არ ვიცი როგორ გადმოვიტანო ვიდეო. ამიტომ გთხოვთ ვინც ეს იცით ეს ვიდეო დადოთ თქვენს პოსტში.
მე ეს ვიდეო პირველად ახლა ვნახე და ამან ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. საქმე შეეხება ზვიად გამსახურდიას სინდიდსის სასამართლოს, რომელიც სადღაც 1988 წლის შემოდგომაზე ცატარდა. ეს იყო არ ღირსების სასამართლო როგორც ამ ვიდეოზეა მითითებული არამედ სინდისის სასამართლო. ასეთი სინდისის სასამართლოები საბჭოთა პერიოდში დისიდენტებს შორის ტარდებოდა და მართალ მტყუანის გარჩევა მხოლოდ სინდისის საფუძველზე ხდებოდა.
ეს ვიდეო ორ საათიანია, მაგრამ ყველას გირჩევთ იგი დიდი ყურადღებით ნახოთ. მაშინ ამ სინდისის სასამართლოზე მეც მივედი, მაგრამ მის დაწყებამდე მომიხდა სადღაც წასვლა რომელიღაც უფრო მნიშვნელოვანი საქმის გამო. თუ მახსოვრობა არ მღალატობს, მგონი მაშინ მერაბ კოსტავაც ჩემთან ერთად წამოვიდა და არც იგი ესწრებოდა ამ სასამართლოს. მას შემდეგ 28 წელია გასული და ეს მომენტი ბუნდოვნად მახსოვს. ეს სინდისის სასამართლო 80-იანი წლების ბოლოს მოხერხებულად გამოიყენა სუკმა და საბჭოთა ტელევიზიით გადაიცა ამოჭრილი ის კადრი როცა გია წანტურია ზურაბ ჭავჭავაძეს ემუქრება მე შენ შუბლს გაგიხვრეტავო. ეს კადრი ზედიზედ სამჯერ იყო გამეორებული და გამოყენებული იქნა ეროვნული მოძრაობის საწინააღმდე პროპაგანდისთვის.
ეს არის ისტორიული მნიშვნელობის იშვიათი კადრები, თუნდაც იმიტომ რომ ამ სასამართლოს მონაწილე ბევრმა ადამიანმა შემდეგ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ამ ვიდეოზე ასახულის ძალიან საყვარელი ბევრი ადამიანი, ჩემი მეგობარი და თანამებრძოლები.
ამ ვიდეოში ჩანს არა მარტო ზვიად გამსახურდია, არამედ ასევე ჟაბა იოსელიანი და აკაკი ბაქრაძეც რომელთა იქ ყოფნის შესახებ მე დღემდე არაფერი არ ვიცოდი. შეგახსენებთ, რომ იმ დროს ჯერ მხედრიონი არ არსებობდა და ჩემთვის ძნელი გასაგებია თუ იქ რა უნდოდა ჯაბა იოსელიანს.
რაც შეეხება თვით ამ სინდისის სასამართლოს, უნდა შეგახსენოთ რომ ეს სინდისის მეორე სასამართლო იყო. პირველი სინდისის სასამართლო შედგა სოხუმში, რომელზეც ბრალი ედებოდა ზვიად გამსახურდიას, რომ მან ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელი მიითვისა და მაშინ ზვიად გამსახურდია დაუსწრებლად გამტყუნდა. ამ სინდისის სასამართლოს კი როგორც ხედავთ ზვიად გამსახურდია თვითონაც ესწრებოდა და ეს სასამართლოც მისივე მოთხოვნით შედგა.
თავად სინდისის სასამართლოს მიზეზი აქ არ არის მთავარი. როდესაც ზაქარია (ჯონი) ლაშქარაშვილი საფრანგეთში ჩავიდა იგი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან ჩათვალა რომ ამისი მიზეზი ზვიად გამსახურდიას ცილისწამება იყო, რომ თითქოს იგი ჩეკას აგენტია. ეს იყო ერთგვარი გულუბრყვილობა მისი მხრიდან, რადგან მას ეგონა რომ თითქოს დისიდენტს და ყოფილ პოლიტპატიმარს დასავლეთში როგორც გმირს ისე მიიღებდნენ. სინამდვილეში ეს ასე არ იყო. დასავლეთში დიდი პატივით მიიღეს თვით კაგებეს ბევრი ოფიცერიც კი და ბევრ დისიდენტს კი ლამის შიმშილში ამოხადეს სული. მით უმეტეს ი, დროს დასავლეთში თვითონ ზვიად გამსახურდია იყო ძალიან კომპრომენტირებული და არა მგონია მისი ცილისწამებისათვის დასავლეთში დიდ ყურადღება მიექციათ. ისე როგორც ჩანს ზვიად გამსახურდიამ მართლა დასწამა ცილი ლაშქარსვილს. მიუხედავად რომ სწორედ ეს საკითხი იყო ამ სინდისის სასამართლოს მთავარი საგანი, ამ ისტორიულ ფაქტში სულ სხვა რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ვიდეოზე თქვენ ხედავთ დაახლოებით 30 ადამიანს, რომლებიც მაშინ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ელიტას წარმოადგენდნენ. ამ შემადგენლობას დიდი დიდი კიდევ მაქსიმუმ 20 კაცი აკლდა. ამ ხალხის უმრავლესობა ყოფილი პოლიტპატიმრები იყვნენ. ჯაბა იოსელიანიც ამ სასამართლოზე ალბათ უფრო იმიტომ მოხვდა, რომ რადგან იგი ციხეში იყო ნაჯდომი თავს იგიც ყოფილ პოლიტპატიმრად თვლიდა. გარდა ამისა იგი რეალურად იყო ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელი და ესეც ეროვნული მოძრაობის წევრის სტატუსად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ყოველ შემთხვევაში როგორც ხედავთ იქ არავინ აღშფოთებულა ჯაბა იოსელიანის მონაწილეობის გამო.
თუმცა ამ სინდისის სასამართლოს მონაწილეთა უმრავლესობა სწორედ ნამდვილი ყოფილი პოლიტპატიმრები იყვნენ და თუ დააკვირდით ისინი საკუთარ თავს პოლიტიკურ მოღვაწეებს უწოდებენ. ამ ამბიდან არცკი ერთი წლის შემდეგ მოხდება 1989 წლის 9 აპრილი, როცა ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი სამკვდრო სასიცოცხლოდ მოითხოვს თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაშიც ბევრი მათგანი დიდ წვლილს შეიტანს, მაგრამ დააკვირდით ისინო ორი საათის განმავლობაში ცხარედ მსჯელობენ სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ არცერთი კრინტსაც არა ძრავს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე. დამოუკიდებელი საქართველო მხოლოდ ირაკლი წერეთელმა ახსენა და ისიც მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ დამოუკიდებელ საქართველოში გაირჩეოდა მართალ-მტყუანი. წკუის სასწავლი ის არის, რომ არცერთმა მათგანმა არ იცოდნენ თუ რას ნიშნავდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მითუმეტეს ის თუ როგორ უნდა ებრძოლათ დამოუკიდებლობისათვის. აი ამ მთავარი მიზნის ანუ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის არქონა იყო ყველა განხეთქილების მთავარი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგებზე ამათგან ლოზუნგის სახით ხსირად გაისმოდა საქართველოს დამოუკიდებლობა ეს მათთვის მაშინ იმ პერიოდში ისეთივე უცხო ხილი იყო, როგორც მაგალითად აიფონი 6.
ყვალანი ისინი მგრზნებარე პატრიოტები იყვნენ, მაგრამ მათ არ გააჩნდათ ის ცოდნა რაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისთვის იყო აუცილებელი. ამაში ნუ გაამტყუნებთ მათ, იმიტომ რომ ან საიდან უნდა ესწავლათ ეს? ისინი ამას ციხეებში ვერ ისწავლიდნენ, რადიო ამერიკის ხმა მათ ამას არ ასწავლიდა და მით უმეტეს საბჭოთა უნივერსიტეტებში ეს არ ისწავლებოდა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სწავლის მტავარი და სრულყოფილი წყარო იყო საქართველოს 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუცია, მაგრამ მაშინ ეს კონსტიტუცია არცერთ მათგანს წაკითხულიც კი არ ჰქონდა.
დღეს საქართველოს უკვე 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტია და ათასობით პოლიტიკური მოღვაწე ჰყავს, მაგრამ მთავარი პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. არც თანამედროვე ქარტველმა პოლიტიკოსებმა იციან თუ რა არის ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და თუ როგორ აშშენონ იგი. თანაც 28 წლის წინანდელი თაობა თუ მგზნებარე პატრიოტები მაინც იყვნენ, თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსები პატრიოტიზმზე მწყრალად არიან. აი რა არის მთავარი და რაზე უნდა დაფიქრდეს მთელი ერი.
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili