„მიბრძანდით ახლავე აქედან“ - მთის განვითარების ეროვნული კომისიის სხდომაზე ხმაური იყომთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული კომისიის სხდომაზე ხმაური იყო.
სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ტარიელ ლონდარიძემ იკამათეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული კომისიის სხდომაზე დასასწრებად „ნაციონალური მოძრაობის“ სამი დეპუტატი მივიდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი - ტარიელ ლონდარიძე დაუშვეს.
ირაკლი ღარიბაშვილი იმ შეღავათებზე საუბრობდა, რომლითაც კანონის ამოქმედების შემდეგ, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები ისარგებლებენ.
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა მთავრობის მეთაურს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, პრემიერ-მინისტრმა კი, თავის მხრივ, დეპუტატი დებოშის მოწყობაში დაადანაშაულა.
პრემიერმა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, რეგლამენტის მიხედვით ემოქმედა, თუმცა ლონდარიძე აღნიშნულ მოწოდებას არ დაემორჩილა და საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება კიდევ ერთხელ ითხოვა.
„მიყევით დღის წესრიგს და ძალიან გთხოვთ დაიცვათ ის. თქვენ აქ თუ შემოხვედით იმისთვის, რომ დებოში ატეხოთ, მიბრძანდით აქედან. დაელოდეთ, ნუ შემოგავთ აქ ხმაური და დაპირისპირება“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ლონდარიძეს, რომლის შემდეგაც, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომა დატოვა.
„უფლება არ გაქვთ ასე ისაუბროთ. მიბრძანდით ახლავე აქედან“, - აღნიშნა პრემიერმა.
სხდომიდან გამოსულმა ლონდარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა და აღნიშნა, რომ პრობლემების შექმნა არც უფიქრია.
„იმის სანაცვლოდ, რომ პრემიერ-მინისტრს მოეცა საშუალება, დღის წესრიგთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა, ბატონი ირაკლი რატომღაც აღშფოთებული იყო. ვფიქრობ, ეს პიროვნება სრულიად აგონიაშია. დამადანაშაულა, რომ მისული ვარ დებოშის ასატეხად და გარკვეული პრობლემების შესაქმნელად. ამის სურვილი არ გამაჩნდა“, - განაცხადა ლონდარიძემ.
http://www.info9.ge/sazogadoeba/131659-mib...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo