რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისიამ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე სომხეთში რუსული ბაზების შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ "რია ნოვოსტი", სამხრეთის სამხედრო ოლქის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
26 ოქტომბერს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსულ ბაზას სამხედრო ტექნიკის 80-ზე მეტი ერთეული, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები და მოძრავი სადაზვერვო პუნქტები გადაეცა.
http://www.interpressnews.ge/geo/konfliqte...ba-daitsyo.html