http://pirveliradio.ge/?newsid=56380"ყველა ერთი საშოდან, რომ არიან გამომძვრალი, თუ უკან არ შევაბრუნებთ, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას" "ამ უკუღმა დაბადებულებს, ყველა ერთი საშოდან რომ არიან გამომძვრალი, თუ უკან არ შევაბრუნებთ, არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას" - ასეთი სკანდალური და ხმაურიანი იყო დღეს პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის გამოსვლა.
მან ამ ეპითეტებით "ნაციონალური მოძრაობა" მოიხსენია. მისივე განმარტებით, ხელისუფლება მართლაც უნიათოა, რომ "უმგვანოებს" არ დაემსგავსა და ისინი "სარზე არ ჩამოაცვეს". მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით, "ნაციონალების" ბოროტი ზრახვების გამოაშკარავება ის საქმეა, რომლის გადადება არ შეიძლება.
----------------------------