ერთი წერილი უნდა დავდო და ორიოდ სიტყვა მოვაყოლო.
თურმე, თავის დროზე ჩვენს სასიქადულო პოლიტიკოსებს მოკვლას უპირებდნენ.
რას ვართ გადარჩენილი ხალხნოოოოო
http://gurianews.com/_/left_wide/32575_89_...esac_ixdis.htmlმაღალი თანამდებობის საჯარო პირების მოკვლის ორგანიზებისთვის, 7 შვილის მამას 20 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ზურა ვაზაგაშვილის საქმის პროკურორმა თენგიზ ხარებავამ, გირვლიანის, მოლაშვილის და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეებმა ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე მიიღეს, რომელთა უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა _ მაია ოშხარელმა, დავით სულაქველიძემ და გიორგი შავლიაშვილმა საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს.
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი გამოძიების მასალების მიხედვით ვაშალომიძეს 5 პირის მკვლელობის ორგანიზება ედებოდა ბრალად, სასამართლოში წარდგენილ მასალებში მხოლოდ ორი პირი ფიგურირებს დაზარალებულების სტატუსით _ გივი თარგამაძე და ერეკლე კოდუა.
ზეწოლის, დაშინების, მუქარის მიუხედავად, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღეს.
იგი დღესაც სასჯელს იხდის, მისივე თქმით, მხოლოდ “რეფორმების პიარის“ გამო და სამართლიანობის აღდგენას ელოდება.
დანარჩენი თავად წაიკითხეთ.
ახლა ის დაპირებული ორიოდ სიტყვა - ვერა ხედამთ, ნაცქოცობას, ეს რა ამბები გამოუპარებიათ ჩვენთვის?
ისე ჩააფალაფოშეს, სიტყვა არ გაგვიგია.
სამართლის აღდგენას ტყუილად ელოდებიან, საქართველოში სამართალი არ იყო და არც იქნება.
თუ ვინმე იცნობს ამათ სანათესაოს, უთხარით, ფულის გარეშეც შესაძლებელია ევროსასამართლოში ჩივილიო.
თუ არის მათი გამართლების შანსი, აუცილებლად უნდა გამოიყენონ.
შანსი კი ნამდვილად არის.
ძალიან კარგი იქნება, თუ ვინმეა ამ ფორუმზე ისეთი, ვინც ამათ ოჯახებს იცნობს.