#46067621 · 28 Oct 2015, 15:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1958 წლის 29 ოქტომბრის „ლიტერატურული საქართველო.“ სტატია სათაურით „ერთსულოვანი გულისწყრომა“
გაიმართა საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა., რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რესპუბლიკის შემოქმედებითი ორგანიზაციებისა და პრესის წარმომადგენლებმა. სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი ბორის პასტერნაკის მოქმედებისა, რომელიც შეუფერებელია საბჭოთა მწერლის სახელთან. ამ საკითხის შესახებ საინფორმაციო ცნობით გამოვიდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პირველი მდივანი ირაკლი აბაშიძე, რომელმაც დამსწრეთ გააცნო ამ საკითხის განხილვის მსვლელობა სსრ კავშირის მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის, რსფსრ მწერალთა კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის ბიუროსა და რსფსრ მწერალთა კავშირის მოსკოვის განყოფილების გამგეობის პრეზიდიუმის სხდომაზე.
სხდომაზე სიტყვები წარმოთქვეს: ალიო მირცხულავამ, ბესარიონ ჟღენტმა, შალვა დადიანმა, კარლო კალაძემ, კონსტანტინე ლორთქიფანიძემ, სიმონ ჩიქოვანმა, გრიგოლ აბაშიძემ, რევაზ მარგიანმა, იოსებ ნონეშვილმა, გიორგი ლეონიძემ, გიორგი ნატროშვილმა, კომპოზიტორმა ანდრია ბალანჩივაძემ, ალექსი მაჭავარიანმა, კინოდრამატურგმა კარლო გოგოძემ და მხატვარმა ზურაბ ლეჟავამ. მათ ერთსულოვანდ გამოთქვეს თავიანთი ღრმა აღშფოთება ბ. პასტერნაკის ანტიპატრიოტული მოქმედების გამო, რომელიც გადაიქცა საერთაშორისო რეაქციის რუპორად, მის გააფთრებულ ბრძოლაში ჩვენი სამშობლის წინააღმდეგ, მშვიდობისა და პროგრესის წინააღმდეგ.
ყველა ორატორმა მხურვალედ დაუჭირა მხარი სსრ კავშირის მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის, რსფსრ მწერალთა კავშირის საორგანიზაციო ბიუროს და რსფსრ მწერალთა კავშირის მოსკოვის განყოფილების გამგეობის პრეზიდიუმის დადგენილებას სსრ კავშირის მწერალთა კავშირის რიგებიდან ბორის პასტერნაკის გარიცხვის თაობაზე.
სხდომაზე ერთხმად მიიღეს შემდეგი დადგენილება: საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმი, კომპოზიტორების, მხატვრების, კინომუშაკების კავშირებისა და და პრესის წარმომადგენლებთან ერთად მკაცრად გმობს ანტიპატრიოტულ მოქმედებას ბორის პასტერნაკისას, რომელიც აღმოჩნდა საერთაშორისო იმპერალისტურ ბანაკში, რომელიც აჩაღებს ცივ ომს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მსოფლიო მშვიდობისმოყავრე ხალხების წინააღმდეგ.
დაადგა რა ანტირეალიზმის მანკიერ გზას ბ. პასტრენაკი დიდი ხანია მოწყდა საბჭოთა ხალხების ცხოვრებას და აღმოჩნდა შინაგანი ემიგრანტის მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ საერთაშორისო იმპერიალიზმის რეაქციული ძალები შეეცადნენ განედიდებინათ მისი სახელი და გამოეყენებინათ იგი კომუნიზმის წინააღმდეგ გააფთრებულ ბრძოლაში. ბ. პასტრენაკის ცილისმწამებლური პასკვილის „ექიმ ჟივაგოსთვის“ ნობელის პრემიის მინიჭება წარმოადგენს საერთაშორისო რეაქციის პროვოკაციულ გამოხდომას.
ქართველი მწერლები და კულტურის მოღვაწეები ჰგმობენ რა მოქმედებას ბ. პასტერნაკისა, რომელმაც დაკარგა საბჭოთა მწერლის სახე, ერთსულოვნად მხარს უჭერენ მწერალთა საკავშირო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას სსრ კავშირის მწერალთა კავშირის რიგებიდან ბ. პასტერნაკის გარიცხვის შესახებ.
|