ახალში თუ ძველში?
C:\Users\NINO\AppData\Roaming\Skype
ჩემი ამ მისამართზეა. NINO არის ჩემი კომპის სახელი უნდა თქვენი კომპის სახელით ჩაანაცვლოთ
ან ზუსტად რომ ამოაგდო ფაილი, win + r კლავიშების კომბინაცია გამოიყენე. გამოვა run ფანჯარა. იქ ჩაწერე %AppData%\Skype და OK. მერე შედიხარ რომელი სკაიპის შენახვაც გინდა, იქ. ანუ, პაპკას სკაიპის უსერნეიემი უნდა ერქვას. იქ არის ფაილი main.db (კარგი იქნება, თუ ფაილების ექსთენშენი ჩართული გექნება და დაინახავ რა რომელი კატეგორიის ფაილია, თუმცა სხვანაირადაც გაიგებ, ლისტი თუ არის გაკეთებული, გვერდზე ეწერება დეტალურ აღწერაში (type-ში) data base file). თუ არადა მხოლოდ main ერქმევა. მაგას დააკოპირებთ საიმედო ადგილზე, ვინდოუსს რომ გადააყენებთ და სკაიპსაც დააყენებთ. შეხვალთ თქვენი უსერნეიმით სკაიპში. მერე ისევ იგივე ვინდოუსით რან ფანჯარას გამოიტანთ, ისევ %AppData%\Skype და OK. ისევ შეხვალთ თქვენუსერნეიმიან პაპკაში. იქ ნახავთ ისევ ისეთ ფაილს (ახალს, რომელშიც არც ერთი საუბარი არ არის ჯერ), წაშლით მაგ ფაილს და იმას ჩააგდებთ, წეღან რომ სათუთად შეინახეთ საიმედო ადგილზე.
სანამ ვინდოუსს გადააყენებდეთ, გირჩევთ, სხვა კომპზე სცადოთ, და ნახოთ რა გამოდის. თუ არის 2 კომპის საშუალება. ანუ, მაინც სიტყვაზე ნუ მენდობით