gioooooo23
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 209576
რეგისტრ.: 30-October 15
|
#46090308 · 30 Oct 2015, 23:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს სიტყვები ეკუთვნის 20-ე საუკუნის ყველაზე გავლენიან ბიზნეს ქალბატონს, მერი ქეი ეშს. მისი ცხოვრება აუცილებლად დაგარწმუნებთ მისივე სიტყვების ჭეშმარიტებში. მას ბავშვობიდანვე უწევდა არსებობისთვის ბრძოლა, თუმცა სიცოცხლის ბოლოს მას ყველაზე საქმიანი ქალბატონის ტიტული მიანიჭეს. მერი ძალიან პატარა იყო როდესაც ოჯახის მოვლა მარტოს უწევდა, მისი დედამისთან საუბარი კი ყოველთვის ერთი და იგივე სიტყვებით მთავრდებოდა, რომელიც მერის არასდროს დავიწყებია - „შენ ამას შეძლებ“. მერი 25 წელი მუშაობდა სავაჭრო აგენტად. ფეხით კარდაკარ დადიოდა და ჰყიდდა კოსმეტიკურ საშუალებებს. 45 წლის ასაკში იგი სამსახურიდან დაეთხოვა და გადაწყვიტა დაეწერა წიგნი ქალებსა და ბიზნესზე. წიგნის წერის პროცესში წიგნი მისი იდეალური კომპანიის ბიზნეს-გეგმად გადაიქცა, ასე შექმნა მან თავისი იდეალური კომპანია. მისი ბოლო სიტყვები თავის კოლექტივის მიმართ კი იყო : თქვენ ამას შეძლებთ!
ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზები: “აი, ახლა რომ ვიყო 20 წლის…”, ან: “ჩემი შანსი უკვე ხელიდან გავუშვი, უკვე ახალ საქმეზე ფიქრს აზრი არა აქვს…” ან: “ახლა ახალგაზრდების დროა, ჩვენი დრო გავიდა…”, თუმცაღა, წარმატება ყველასთან უცებ არ მოდის, ამისთვის მრავალი მაგალითი არსებობს. ნაპოლეონ ჰილის სიტყვებსაც მოვიშველიებ: ადამიანი შეიძლება ღარიბულად იყოს ჩაცმული და ჯიბეში ხურდაც არ ეყაროს, თუმცა წარმატების მიღწევის დაუოკებელმა სურვილმა შეიძლება მოუტანოს მას შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მოდის, როგორც ეს მოუვიდა ედვინ ბარსონს. რაც უფრო დიდხანს მიდიხართ სწორი მიმართულებით, მით უფრო ახლოსაა წარმატება. ძალიან ბევრი ადამიანი ნებდებდა წამრატებასთან ორ ნაბიჯზე, მაშინ ის ხდება სხვა ადამიანის მიღწევა. მიზანი - აი ნებისმიერი დიდი, თუ პატარა, მიღწევის კრიტერიუმი,ძლიერმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს მარცხი პატარა ბავშვისგან, თუ ამ ბავშვს აქვს მიზანი. გადართეთ თქვენიაზრები, საქმეების მნიშვნელოვნებაზე, და თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ იმას, რაც შეუძლებელი გეგონათ. ჰენრი ფორდის მსგავსად, თქვენც შეძლებთ გადასდოთ სხვებს თქვენი რწმენა და მიზანსწრაფულობა და მიაღწიოთ "შეუძლებელს". რაც არ უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება და ის რასაც თქვენ ირწმუნებთ, ამის მიღწევა შესაძლებელია. 1. რეი კროკი, McDonald’s-ის დამფუძნებელი 52 წლამდე ქაღალდის ჭიქებს ყიდდა 2. ჯოან როულინგი, “ჰარი პოტერის” ავტორი 31 წლამდე იყო მარტოხელა-დედა, რომელიც სოციალურ დახმარებაზე ცხოვრობდა 5 წლის განმავლობაში გაიარა გზა სიღატაკიდან — მულტიმილიონრამდე. 3. ამანსიო ორტერა, Zara-ს მფლობელი 37 წლამდე მაღაზიაში დამხმარედ მუშაობდა 4. შელდონ ადელსონი, Las Vegas Sands-ის დამფუძნებელი 30 წლამდე მინების საწმენდ ხსნარს ყიდდა „ზოგჯერ ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ პრობლემებზე იმის ნაცვლად, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შესაძლებლობებს“ . „ისინი ვინც ხშირად გამკლავებიან სირთულეებს, ამბობენ, რომ მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ არც ერთი წუთით არ დაუკარავთ იმედი და მაინც ახერხებდნენ დაენახათ ნათელი მომავალი. ჩიხი ხშირად ახალი გზის დასაწყისად იქცევა. მამაჩემი გვიამბობდა ხოლმე ერთ ამბავს, და მას სასაცილოდ თვლიდა, თუმცა მე არასოდეს მეცინებოდა. ჩემი აზრით, იგი ცდილობდა მივეხვედრებინეთ, რომ საჭიროა იყო შეუპოვარი. აი, ეს ამბავიც: ერთ ახალგაზრდას ძალიან უყვარდა სოდიანი წყალი. უბრალოდ, უყვარდა. ამან გადააწყვეტინა ბიზნესის წამოწყება და შექმნა პროდუქტი სახელწოდებით 3– Up. მაგრამ დაიწვა. ხელახლა სცადა და გამოუშვა წყალი სახელად 4–Up. შედეგი იგივე იყო. მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო და მორიგ პროდუქტს 5–Up უწოდა, რომელიც აგრეთვე ჩავარდა. ერთხელ კიდევ სცადა 6–Up–ით და ამასაც კრახი მოჰყვა. და ამ ახალგაზრდამ იმედი გადაიწურა, გადაწყვიტა, რომ სოდიანი წყლის ბიზნესისთვის თავი უნდა დენებებინა. ასე მთავრდებოდა მამას მოყოლილი ისტორია. არადა, როგორც ვიცი, სასმელი სახელწოდებით 7–Up მეტად წარმატებული გამოდგა და წარმოუდგენელი პოპულარობაც მოიპოვა. მამას ალბათ სწორედ ამის თქმა უნდოდა ჩვენთვის: „სოდიანი წყლის ახალგაზრდა“ დროზე ადრე დანებდა!“ კარგი იქნება თუ გავიხსენებთ უინსტონ ჩერჩილის რჩევას – „არასოდეს დანებდეთ. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს და არაფერში – არც მცირესა და არც დიდში, არც მთავარში და არც წვრილმანში არასოდეს დათმოთ ღირსებისა და საღი აზრის გაუთვალისწინებლად.“ და ბოლოს, ღმერთისთვის “უიღბლო” არ არსებობს. ბევრ გამარჯვებულს დიდი დრო სჭირდება განვითარებისთვის!
|