მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ურიკების მეთვალყურის პოზიციაზე.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 27 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.
მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ურიკების მეთვალყურის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის დახმარების შეთავაზება შეძენილი საქონლის ჩალაგებისას;
** მომხმარებლის დახმარება ურიკის ჰიპერმარკეტიდან გატანაში;
** ჰიპერმარკეტის ტერიტორიიდან გატანილი ურიკების თავმოყრა და საწყობში დაბრუნება/შესაბამის ადგილზე განთავსება;
** ჰიპერმარკეტში არსებული ურიკების რაოდენობის კონტროლი;
** სალაროს დახლთან დატოვებული საქონლის შეგროვება და შესაბამის დახლებზე განლაგება.
მოთხოვნები:
** მამაკაცი 18 წლიდან;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.
** ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტით.
გავგზავნო CV?