გამარჯობა,
არ ვიცი, დიდი ხანია ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა თემა, მაგრამ ბოლოს გულმა არ მომითმინა.
ესე იგი, ვიცი, რომ ბევრი თემაა უკვე ამ ტიპის და რომ თქვენზეც უარყოფითად მოქმედებს და ასე შემდეგ...
ამას წინად, ალბათ 1 თვის წინ შემთხვევით გადავაწყდი ქუჩაში ყუთს, რომელსაც ეკრა ძალიან საყვარელი პატარას სურათი და სადაც ეწერა, რომ ამ ბავშვს აქვს ძვლის ტვინის კიბო და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია...
ხოდა, საიტიც იყო მითითებული, რაც შევძელი გადავრიცხე, შემდეგ მივწერე საიტს, მაინტერესებდა მდგომარეობა და რაც მითხრეს იყო შემზარავი.
70% უფინანსებს სახელმწიფოო, მაგრამ მთლიანად უნდა შეგროვდეს თანხა, რომ წასვლა მოახერხონ ოპერაციის გასაკეთებლადო.
და შემდეგ მომწერეს, ამ ეტაპზე თქვენს გარდა არავის ჩაურიცხავსო... აი ძალიან იმოქმედა, დღეს მოხდა ეს და ამან გადამაწყვეტინა თემის გახსნა.
რავიცი რა, თუ შეგიძლიათ ფეისბუკზე მაინც რომ გაავრცელოთ ძალიან დამავალებდით მე პირადად, მიუხედავად იმისა, რომ არც ამ ბავშვს, არც მის მშობლებს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ აი მართლა მთელი გულით მინდა, რომ ეს საყვარელი პატარა გოგონა გადარჩეს, ასე სურათებიდან შემიყვარდა ეს ბავშვი

აი ლინკიც...
http://siketiskvali.ge/ka/home/66-mariamis...isgadasarchenad
ესეც ინფორმაცია საიტიდან:
საბანკო რეკვიზიტები: მიმღებში მიუთითეთ მარიკა ცხომელიძე (დედა)
ლიბერთი ბანკი: LBRTGE22 - GE06LB0115110522369000 GEL
თიბისი ბანკი: TBCBGE22 - GE34TB7319436080100002 GEL
სატელეფონო ზარები ჯეოსელი, მაგთი, ბილაინი:
0 901 700 177 (1 ლარი)
მადლობა ყველას...