უკრაინული ვებგვერდი wikileaks.center საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამას ავრცელებს.
სტენოგრამა სათაურით - „სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს“ სააკაშვილსა და ბოკერიას შორის, სტამბოლის ათა-თურქის აეროპორტში, 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე შემდგარ საუბრის დეტალებს ასახავს.
მიხეილ სააკაშვილი: „პასადკაზე დამაგვიანდება, ცოტა დრო დამრჩა! მოიცა რა მე გადავიხდი!
გიგა ბოკერია: კაი უკვე მიშა, ბარათი მივეცი უკვე!
კიდევ გეუბნები, ის ბიჭები მზად მყავს, თორმეტივე, მაგრა გადაუვლიან, მიანგრევენ ყველაფერს. ერთი კი არი, ეს უნდა იცოდე! მსხვერპლი შეიძლება იყოს!
მიხეილ სააკაშვილი: მერე იყოს ეგ არ გვინდა ! ნიკა არ დააინვალიდონ, დაასისხლიანონ მხოლოდ, ესე ეფექტური იქნება. ქალი რომ დაიბრიდოს აჯობებს, თან შვილიანი თუ იქნა დედა, უკეთესი იქნება. უნდა შეარჩიო ეგეთი,კოლექტივიდან ! მაგარი ბომბი გამოვა. პინგვინას ქოცების თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, მთელ მსოფლიოს შეძრავს.ესე გაუშვებთ. ყველაფერი უნდა დაფიქსირდეს კამერეაზე, აუცილებლად . გავარამია გმირად უნდა ვაქციოთ, დაღუპული დედით კი მთელ საქართველოს დავაყენებთ ფეხზე. ბიჭო, შენი ნიღბიანები, დროზე უნდა გაძვრენ მერე იქედან, შეუმჩნევლად.ეს კარგათ გათვალე!
Ж. Михаил Николаевич пойдемте пожалуйста, опаздываем на посадку.
М. Уже иду Женя, да.
გიგა ბოკერია: მიშა, ეგ რაც ვილაპარაკეთ არავინ იცის, ნიკასაც არ ვეტყვი. რო გაბაზრდეს ჩაგვეშლება. მე პირდაპირი კონტაქტი ბიჭებთან არ მაქვს, გაგუშა არის მაგათთან. ამიტომ არსად გამოვჩნდებით. სცენარი უკვე გავლილი გვაქვს, ოპერატორი რუსთავი-2 დან იქნება, იმას ეცოდინება რომ ყველაფერი უნდა დააფიქსიროს. მაგას არ ახლებენ ხელს. მერე ყველა თურქეთში გადავა. სულ ამაზე 160 გვინდა და .
მიხეილ სააკაშვილი: მოიცა, ხომ გითხარი ბეჟო გადაწყვიტავს მეთქი, ეხლა ეგ თბილისში არ არის. ზურა გააბრთხილებს და მაგ თანხას მოგიტანენ. მთავარია ყველაფერი სწორად ააგო. რუსთავის დარბევას და მსხვერპლს გადავაყოლებთ მაგ ნაბიჭვრებს. ვინ არის მოძალადე დაინახავს ყველა, მონაგონი იქნება ის კადრები , რაც გამივრცელეს. ხო, გიორგი ნახე რა გიგა! ჩემგან მადლობა უთხარი და თხოვე რეაგირება გააკეთოს. განცხადებით გამოვიდეს, ელჩები მოიწვიოს, კაროჩე ატეხოს რა ამბავი , თავისუფალი მედიის დაცვა , კონსტიტუცია... უკმაყოფილოს არ დავტოვებთ , იცის მაგან!
გიგა ბოკერია: მარგველას ვნახავ დილიდან, ჩაფრენისთანავე. ამოძრავდება და გამოვა, აბა რას იზამს. რეალურად ეს ჩვენი გეგმა გადაარჩენს რუსთავსაც და მოძრაობასაც. თანხა როგორც მოვა დავიწყებთ.
Ж. Надо заходить уже Михаил Николаевич, наши уже в самолете сидят, мы остались только.
М. Все , все иду!
მიხეილ სააკაშვილი: შენ შეეცადე სასმართლომდე გააკეთო ყველაფერი , მერე სასმართლო აღარც ჩატარდება.
გიგა ბოკერია. მე მგონი მოვასწრებთ! ის ურთმელიძე მოსამართლე რომ არის, ნაწყენი ყოფილა ადეიშვილზე და იმიტომ დათანხმდა. სასამართლოში ყველა ჩვენია თითქმის და გამოაძვრინეს ეგ ტიპი. მაგას დავაშინებთ კარგათ, ვიცი როგორც! ზაზა მეიშვილი და შავლიაშვილი უზენაესიდან, აქტიურად არიან ჩართული, ზურას მიყავს ეგ თემა. მთავარია რაც დაიგეგმა გაკეთდეს და როგორც შენ თქვი, სასამართლოს აზრი აღარ ექნება.
მიხეილ სააკაშვილი: До побачаня Гига! თამრიკოს ბოდიში გადაეცი , ვერ გამოვემშვიდობე!
გიგა ბოკერია: აუცილებლად! აბა მშვიდობით მგზავრობა“.
აღნიშნულ ვებგვერდზე სტენოგრამა სერგეი კირნიკის სახელით არის ატვირთული, რომელსაც მანამდე ასევე, სააკაშვილის, არსენი იაცენიუკისა და პეტრო პოროშენკოს საწინააღდეგო სტატიები აქვს გამოქვეყნებული.
http://www.info9.ge/politika/131512-ukrain...html?lang=ka-GE
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo